From Wikipedia, the free encyclopedia
რუსეთ-უკრაინის ომი 2014 წლის უკრაინული რევოლუციის შემდეგ, 1 მარტს, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების მიერ შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ყირიმის ნახევარკუნძულის დაკავებით დაიწყო[2]. იმავე დღეს რუსეთის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭომ ყირიმის ოკუპაცია დააკანონა და რუსეთის სამხედრო ძალებს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცა[3].
რუსეთ-უკრაინის ომი | |||
---|---|---|---|
რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიები მონიშნულია წითლად (2022 წლის მარტი) | |||
თარიღი | 20 თებერვალი, 2014 — დღემდე | ||
მდებარეობა | დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, ყირიმი და სევასტოპოლი (უკრაინა) | ||
სტატუსი | მიმდინარე | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
რუსეთ-უკრაინის ომი ვიკისაწყობში |
ომს წინ უძღოდა 2014 წლის უკრაინის რევოლუცია და ევრომაიდანის მოძრაობა, რომელმაც დაასრულა პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობა. საპასუხოდ, რუსმა აქტივისტებმა დაიკავეს ადმინისტრაციული შენობები და აეროპორტები ყირიმის ნახევარკუნძულზე, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას რუსები შეადგენენ. მარტში ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია მოახდინა[4]. შეიარაღებულმა დაპირისპირებამ თავი იჩინა უკრაინის აღმოსავლეთშიც, სადაც რუსეთის მომხრე შეიარაღებულმა აქტივისტებმა აპრილში ადმინისტრაციული შენობების დაკავება დაიწყეს. საპასუხოდ, უკრაინის ხელისუფლებამ წამოიწყო კონტრტერორისტული ოპერაცია[5], რაც მალე სრულმასშტაბიან კონფლიქტად გადაიქცა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.