რუსეთის იმპერია
სახელწმიფო, არსებობდა 1721-1917 წლებში / From Wikipedia, the free encyclopedia
რუსეთის იმპერია (რეფორმამდელი რუსული: Россійская Имперія, თანამდეროვე რუსული: Российская Империя) დაარსდა 1721 წელს, იმპერია დაემხო 1917 წლის რევოლუციის შემდეგ. ვიდრე რუსეთი იმპერიულ სახელმწიფოდ გამოცხადდებოდა, მანამდე ის იყო სამეფო, ხოლო დამხობის შემდეგ შეიქმნა ახალი სახელმწიფო საბჭოთა კავშირი. იმპერიული რუსეთი ფართობით, მესამე იყო მსოფლიო იმპერიებს შორის. მას მხოლოდ ბრიტანეთის და მონღოლეთის იმპერიები უსწრებდა. რუსეთი მოიცავდა ევროპის და აზიის ვრცელ ტერიტორიებს. რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა ტერიტორიები ჩრდილოეთ ამერიკაში.
რუსეთის იმპერია Pоссийская Империя | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
ჰიმნი „ღმერთო დაიფარე მეფე!“ | |||||||||
რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ოდესმე მყოფი ტერიტორიები (მუქ მწვანედ) და გავლენის სფეროები (ღია მწვანედ) 1866 წელს | |||||||||
დედაქალაქი | სანქტ-პეტერბურგი (1721–28) მოსკოვი (1728–30) სანქტ-პეტერბურგი/პეტროგრადი (1730–1918) | ||||||||
ენა | ოფიციალური: რუსული | ||||||||
რელიგია | რუსული მართლმადიდებლობა | ||||||||
ფულის ერთეული | რუბლი | ||||||||
ფართობი | 21,799,825 კმ² (1916 წლისთვის) | ||||||||
მოსახლეობა | 181,537,800 კ. (1916 წლისთვის) | ||||||||
მმართველობის ფორმა | აბსოლუტური მონარქია | ||||||||
სახელმწიფო ლიდერი | |||||||||
- 1721-1725 | პეტრე I დიდი | ||||||||
- 1894-1917 | ნიკოლოზ II | ||||||||
შემავალი ქვეყნები | რუსეთი ალასკის შტატი (აშშ) პოლონეთი ფინეთი ესტონეთი ლატვია ლიტვა ბელარუსი მოლდოვა უკრაინა საქართველო აზერბაიჯანი სომხეთი ყაზახეთი უზბეკეთი თურქმენეთი ტაჯიკეთი ყირგიზეთი თურქეთი | ||||||||
რუსეთის ისტორია | |
---|---|
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა | |
ვოლგა ბულგარეთი | |
ხაზარეთი | |
ძველი სლავები | |
კიევის რუსეთი | |
რუსეთის სამთავროები | |
ნოვგოროდის რესპუბლიკა | |
ვლადიმერის სამთავრო | |
მონღოლების შეჭრა | |
მონღოლების უღელი | |
ლიტვის დიდი სამთავრო | |
მოსკოვის დიდი სამთავრო | |
რუსეთის სამეფო | |
რუსეთის იმპერია | |
დროებითი მთავრობა | |
საბჭოთა რუსეთი | |
საბჭოთა კავშირი | |
რუსეთის ფედერაცია | |
ხ • გ • რ |
19 საუკუნისთვის რუსეთი, მსოფლიოში მეორე ქვეყანა იყო ფართობის მხრივ. მისი სანაპიროები მდებარეობდა ბალტიისპირეთიდან, სამხრეთით შავ ზღვამდე, ხოლო ჩრდილოეთით თეთრ ზღვამდე, აღმოსავლეთით იმპერიის საზღვრები აღწევდა წყნარ ოკეანემდე. იმპერიის ვასალები იყო ბუხარისა და ხივის სახანოები.
იმპერიაში მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენდა 176,4 მილიონ ადამიანს, ის მხოლოდ ბრიტანეთსა და ცინის ჩინეთს ჩამორჩებოდა. რუსეთის იმპერიაში ცხოვრობდა 100-ზე მეტი ეროვნების ხალხი. რუსები მოსახლეობის 43%-ზე ნაკლებს შეადგენდნენ. არარუსი მოსახლეობა იმპერიაში იჩაგრებოდა რუსიფიკატორული პოლიტიკით. იმპერიის ევროპულ ნაწილში მაღალი სიმჭიდროვე იყო, აქ მრავალი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი სახლობდა. იმპერიის მოსახლეობა იყოფოდა ოთხ წოდებად: თავადაზნაურობა, სასულიერო წოდება, ქალაქების მოსახლეობა და სოფლის მოსახლეობა. გაბატონებული წოდება იყო თავადაზნაურობა.
რუსეთის იმპერიის მმართველი იყო, იმპერატორი, რომლის თანამდებობა მემკვიდრეობით გადაიცემოდა. იმპერატორი საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებდა სახელმწიფო საბჭოსა (1810 წლიდან) და რუსეთის იმპერიის სახელმწიფო დუმასახელმწიფო სათათბიროს (1906 წლიდან) მეშვეობით. იმპერატორი სახელმწიფო აპარატს განაგებდა სენატისა და მინისტრთა საბჭოს მეშვეობით.სახელმწიფოს ნაწილს წარმოადგენდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც იმპერატორი მართავდა სინოდის მეშვეობით.
რუსეთის იმპერია იყოფოდა 81 გუბერნიად და 20 ოლქად. იმპერიაში იყო 931 ქალაქი.