From Wikipedia, the free encyclopedia
როსის კუნძული (ინგლ. Ross Island) — კუნძული ანტარქტიდაში, როსის ზღვაში. დედამიწის ერთ-ერთი სამხრეთი კუნძული.
გეოგრაფია | |
---|---|
მდებარეობა | როსის ზღვა |
კოორდინატები | 77°30′ ს. გ. 168°00′ ა. გ. |
ფართობი | 2460 კმ² |
სიგრძე | 69 კმ |
უმაღლესი წერტილი | 3794 მ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 0 (2014) |
ფართობი — 2460 კმ². სიგრძე — 69 კმ. თითქმის მთლიანად დაფარულია თოვლითა და ყინულით. მასზე აღმართულია ანტარქტიდის უმაღლესი მწვერვალები: ერებუსი (3794 მ) და ტერორი (3230 მ). ერებუსი — ყველაზე სამხრეთი აქტიური ვულკანია დედამიწაზე. მოქცეულია როსის ტერიტორიის ფარგლებში. კუნძულის სამხრეთ დაბოლოებაზე მდებარეობს ამერიკული ანტარქტიკული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
ანტარქტიდის რეგიონის ცნობილმა ზღვაოსანმა და მეზღვაურმა ჯეიმზ კლარკ როსმა კუნძული აღმოაჩინა 1841 წელს. მან კუნძულზე ასევე აღმოაჩინა ვულკანები და მათ თავისი გემების პატივსაცემად ერებუსი და ტერორი დაარქვა.
როსის კუნძული, მიუხედავად 1961 წლის ანტარქტიდის შესახებ შეთანხმებისა, მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ როსის ტერიტორიას, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს ახალი ზელანდია.
სეზონზე დამოკიდებულებით, კუნძულზე იმყოფება 200-დან 1000 ადამიანამდე. მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს, მაგრამ ბევრი მკვლევარი ცხოვრობს მსგავს პირობებში წელიწადზე მეტი ხნის პერიოდში.
როსის კუნძული არ უნდა აგვერიოს ჯეიმზ როსის კუნძულში, რომელიც მდებარეობს ანტარქტიდის ნახევარკუნძულთან. ორივე კუნძულს სახელი დაერქვა ერთი და იგივე ადამიანის — ჯეიმზ კლარკ როსის პატივსაცემად, მაგრამ ისინი სხვადასხვა კუნძულებია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.