საერთაშორისო ხელშეკრულება From Wikipedia, the free encyclopedia
რომის 1957 წლის ხელშეკრულება — საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის მთავარი მიზანი ევროპის ერთიანი ბაზრის შექმნა იყო. თავდაპირველად ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ბელგიამ, გერმანიამ, იტალიამ, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა და საფრანგეთმა. ამავე დღეს რომში ხელი მოეწერა მეორე ხელშეკრულებას ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების შესახებ.
რომის ხელშეკრულება (1957) | |
---|---|
| |
დეტალები | |
ადგილი | რომი |
ხელისმომწერნი | ბელგია, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა |
რომის ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოყალიბდა ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა. შეთანხმების მიხედვით, მოიხსნა ბარიერები საგარეო ვაჭრობისთვის, საქონლის (რაც საბაჟო კავშირის შექმნას ნიშნავდა), პირთა და ასევე მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილებისთვის ეკონომიკური გაერთიანების წევრ სახელმწიფოებს შორის.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.