From Wikipedia, the free encyclopedia
ლეროი „როი“ ბიუკენენი (ინგლ. Roy Buchanan; დ. 23 სექტემბერი, 1939 — გ. 14 აგვისტო, 1988) — ამერიკელი გიტარისტი და ბლუზ მუსიკოსი, ითვლება ფენდერ ტელეკასტერის ბგერის პიონერად. ბიუკენენი მოღვაწეობდა, როგორც დამხმარე და ასევე სოლო მუსიკოსი, მას ორი ოქროს ალბომი აქვს ჩაწერილი კარიერის დასაწყისში და კიდევ ორი მოგვიანებით, რომლებიც ჟურნალ „ბილბორდის“ ჩარტებზე მოხვდა. ბიუკენენს არასდროს მიუღწევია ვარსკვლავობისთვის და სხვა უფრო ცნობილი გიტარისტების ფონზე დღესაც ხშირად ჩრდილში რჩება ხოლმე, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ის მაინც ძლიერ გავლენიან გიტარისტად ითვლება თავის მუსიკალურ სტილში. ჟურნალმა „Guitar Player“-მა ბიუკენენი შეაქო და მისი მუსიკალური შესრულება დაასახელა „ყველა დროის 50 საუკეთესო ჟღერადობაში“. გიტარიტები, რომლებმაც ბიუკენენი დაასახელეს, როგორც მათზე გავლენის მქონე მუსიკოსი, არიან: გერი მური, ჯეფ ბეკი, დეივიდ გილმორი, ჯერი გარსია, დენი გეტონი, მიკ რონსონი, არლენ როთი, რობი რობერტსონი, ნილს ლოფგრენი, ჯიმ კემპილონგო და სტივ კიმოკი.
როი ბიუკენენი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 23 სექტემბერი, 1939 |
დაბ. ადგილი | ოზარკი, არკანზასის შტატი, აშშ |
გარდ. თარიღი | 14 აგვისტო, 1988 (48 წლის) |
გარდ. ადგილი | ფეირფაქსი, ვირჯინიის შტატი, აშშ |
დასაფლავებულია | Columbia Gardens Cemetery |
ჟანრ(ებ)ი | ბლუზი, ბლუზ-როკი, ელექტრული ბლუზი, როკ-ენ-როლი, როკაბილი, ქანთრი, ჯაზი |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი |
გიტარა ვოკალი |
აქტიური | 1955–1988 |
ლეიბლ(ებ)ი | Polydor, Atlantic, Alligator |
საიტი | roybuchanan.org |
როი ბიუკენენი ვიკისაწყობში |
კარიერის მანძილზე ბიუკენენი რამდენიმე გიტარას იყენებდა, თუმცა ყველაზე ხშირად ის მაინც 1953 Fender Telecaster-ზე უკრავდა, რომელსაც მეტსახელად „ნენსის“ ეძახდა. მისი გიტარის გამაძლიერებელი Fender Vibrolux იყო.
როი ბიუკენენმა თავად ისწავლა დაკვრის სხვადასხვა ტექნიკა, მათ შორის ე.წ. „chicken picking“. ხანდახან გიტარის მედიატორის ნაცვლად ის დაკვრისას ცერა თითის ფრჩხილს იყენებდა. ბიუკენენი დაოსტატებული იყო ბგერის აღებასა და შემდეგ სიმზე ოდნავი შეხებით მის მოგუდვაში, რითაც ის ახშობდა დაბალ ობერტონებს და ხაზს უსვამდა მაღალ ბგერებს. ბიუკენენი ასევე ცნობილი იყო თავისი „ბენდებით“ ანუ გრიფზე სიმების დახრით. რადგანაც ის თავდაპირველად ლეპ-სტილ გიტარაზე უკრავდა, ბიუკენენი ხშირად იყენებდა ამ გამოცდილებას და გრიფზე საჭირო ბგერის ასაღებად არა ლადს იცვლიდა და იქ იღებდა ბგერას, არამედ სიმებს ჭიმავდა საჭირო სიმაღლის ბგერის მისაღებად.
ბიუკენენს ალკოჰოლზე დამოკიდებულების პრობლემა ჰქონდა. 1988 წელს, შინ ცოლთან უთანხმოების შემდეგ, ის საჯარო სივრცეში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის გამო დააპატიმრეს. ბიუკენენი იმავე ღამით საკანში გარდაიცვალა, ის დილით საკუთარი პერანგით ჩამომხრჩვალი იპოვეს. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად დასახელდა თვითმკვლელობა ჩამოხრჩობით, თუმცა ეს დასკვნა საკამათოდაა მიჩნეული ბიუკენენის მეგობრებისა და ოჯახის მიერ. როის მეგობრის თქმით, მან გარდაცვლილის თავის არეში ჩალურჯებები შეამჩნია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.