![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/6d/Lago_Rogaguado_Bolivia_Satellite_map_65.93196W_13.png/640px-Lago_Rogaguado_Bolivia_Satellite_map_65.93196W_13.png&w=640&q=50)
როგაგუადო
From Wikipedia, the free encyclopedia
როგაგუადო (ესპ. Lago Rogaguado) — მტკნარი ტბა ჩრდილოეთ ბოლივიაში, ბენის დეპარტამენტის იაკუმას პროვინციაში. მდებარეობს ზღვის დონიდან 143 მეტრზე, მდინარე მამორეს მარცხენა სანაპიროზე, მიეკუთვნება ამაზონის აუზს. მისი ფართობი 315 კმ²-ია. მაქსიმალური სიგრძე 25 კმ-ია, სიგანე 18 კმ. წარმოადგენს ბოლივიის მტკნარი წყლის ერთ-ერთ უდიდეს მარაგს. ტბაში მდებარეობს ცხრა კუნძული, რომელთა ფართობის 1 კმ²-ს აღემატება.
სწრაფი ფაქტები როგაგუადო ...
როგაგუადო | |
---|---|
Lago Rogaguado | |
![]() თანამგზავრული ფოტო | |
კოორდინატები: 13°26′ ს. გ. 65°56′ დ. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
სიგრძე | 25 კმ |
სიგანე | 18 კმ |
ფართობი | 315 კმ² |
![]() |
დახურვა