From Wikipedia, the free encyclopedia
რიშატის სტრუქტურა (ცნობილი ასევე როგორც „საჰარის თვალი“) — რგოლისებრი გეოლოგიური წარმონაქმნი, რომელიც განლაგებულია მავრიტანიაში, საჰარაში. გაწოლილია ქალაქ უადანიდან 20 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტაუდენის სინეკლიზის ქვეშ.[1] ვრცელდება ზღვის დონიდან 400-460 მ სიმაღლეზე. სტრუქტურის დიამეტრი შეადგენს 50 კმ-ს.[2] რიშატის სტრუქტურაში ნაპოვნია დოლერიტის ინტრუზია.[1][3]
რიშატის სტრუქურის გენეზისად მიჩნეულია პერიოდი გვიანდელ პროტეროზოურსა და ორდოვიციულს შორის. სტრუქტურის უძველესი რგოლების ასაკი 0,5-0,6 მლრდ. წლისაა.
უწინ მიაჩნდათ, რომ სტრუქტურა წარმოადგენდა დარტყმითი კრატერის შედეგს, თუმცა აღნიშნული ჰიპოთეზა არ შეესაბამება ფსკერის ბრტყელ ფორმას, ასევე აქ დარტყმითი კრატერის მოქმედების შედეგად წარმნოქმნილი ქანები არ მოიპოვება. სტრუქტურის წარმოქმნა ვულკანური ამოფრქვევის ზეგავლენით ასევე არ მიიჩნევა დამაჯერებლად, ერუფციის შედეგად გუმბათისა და ვულკანური ქანების არარსებობის გამო.
დღეისათვის მკვლევრები მიიჩნევენ,[4] რომ სტრუქტურის დანალექი ქანები ეროზიის (დედამიწის ქერქის მონაკვეთის აზევების) მოქმედების შედეგია.
დიდი ხნის განმავლობაში რიშატის სტრუქტურა ორბიტაზე წარმოადგენდა კოსმონავტთა მთავარ ორიენტირს, რამეთუ საერთო სივრცეში ქმნიდა საუკეთესო ხილვად ობიექტს, რომელიც მკვეთრად გამოიყოფოდა უდაბური სივრცეებისაგან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.