From Wikipedia, the free encyclopedia
რიო-მბინი (ესპ. Río Mbini, ასევე ცნობილია, როგორც ბენიტო ან უელე) — ეკვატორული გვინეის კონტინენტური ნაწილის მთავარი მდინარე. მდინარე ქვეყანას დაახლოებით შუაზე ჰყოფს, იგი მიედინება ქვეყნის კონტინენტურ მაწილში აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით და ჩაედინება ატლანტის ოკეანის გვინეის ყურეში, ქალაქ მბინის სიახლოვეს. ამ ადგილებში იზრდება მანგროს ტყეები, რომელიც სიღრმეში შეჭრილია დაახლოებით 20 კმ-ზე.[1] მდინარის მხოლოდ ეს ადგილია ნაოსნობისათვის ხელსაყრელი. მდინარე გამოიყენება მერქნის ტრანსპორტირებისთვის ხე-ტყის გადაზიდვის ოპერაციების დროს.[2] სათავეს იღებს გაბონში და მისი სიგრძე შეადგენს დაახლოებით 338 კმ-ს.
რიო-მბინი ესპ. Río Mbini | |
---|---|
ქვეყანა | ეკვატორული გვინეა, გაბონი |
სიგრძე | 338 კმ |
— სათავე, — შესართავი | |
რიო-მბინი ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.