From Wikipedia, the free encyclopedia
რენე ლუი არჟანსონი (დ. 18 ოქტომბერი, 1694 ― გ. 26 იანვარი, 1757) — ფრანგი სახელმწიფო მოღვაწე და ეკონომისტი, ლიბერალიზმის ერთ-ერთი წინამორბედი. ლუდოვიკო XV-ის დროს იყო საგარეო საქმეთა მინისტრი. შემდეგ მთავრობას ჩაუდგა ოპოზიციაში. მოითხოვდა მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სახელმწიფოს ჩაურევლობას, პრივილეგიური ფენების ლიკვიდაციას. გამოდიოდა მერკანტილიზმის წინააღმდეგ, იცავდა ვაჭრობის თავისუფლებას. მეურნეობაში უპირატესობას ანიჭებდა მიწათმოქმედებას. მისი შეხედულებები უახლოვდებოდა ფიზიოკრატების იდეებს. მისი მთავარი ნაშრომია „ფიქრები საფრანგეთის მართვის წარსულსა და აწმყოზე“ (1737).
რენე ლუი არჟანსონი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 18 ოქტომბერი, 1694[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბადების ადგილი | პარიზი |
გარდაცვალების თარიღი | 26 იანვარი, 1757[1] [2] [6] (62 წლის) ან 10 იანვარი, 1757 (62 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პარიზი |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
განათლება | ლუი დიდის ლიცეუმი |
მამა | Marc-René de Voyer de Paulmy d'Argenson[7] [1] |
შვილ(ებ)ი | Marc Antoine René de Voyer de Paulmy d'Argenson[1] |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.