From Wikipedia, the free encyclopedia
რენდოვა (ინგლ. Rendova) — ვულკანური კუნძული ნიუ-ჯორჯიის კუნძულების, სოლომონის არქიპელაგის ჯგუფში[1]. ადმინისტრაციულად შედის მელანეზიური სახელმწიფო სოლომონის კუნძულების დასავლეთი პროვინციის შემადგენლობაში.
მშობ. სახელი: ინგლ. Rendova | |
---|---|
კუნძულ რენდოვას ადგილმდებარეობა | |
გეოგრაფია | |
8°32′ ს. გ. 157°20′ ა. გ. | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
ფართობი | 411,3 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 1060 მ |
პროვინცია | დასავლეთი პროვინცია |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 3679 (1999) |
სიმჭიდროვე | 8,945 ად. /კმ² |
რენდოვას კუნძული მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში. კუნძულის ჩრდილოეთით მდებარეობს კუნძული ახალი გეორგია, აღმოსავლეთით — კუნძული ვანგუნუ.
რენდოვას კუნძული წარმოადგენს ვულკანურ კუნძულს, რომელიც ზოგიერთ ადგილას გარშემორტყმულია მარჯნის რიფით და ფორმით ჰგავს მართკუთხედს[1]. კუნძულის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 40 კმ-ს[2]. კუნძულის ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილი აღწევს 1060 მეტრს[1]. ჩრდილოეთით მდებარეობს ლაგუნა როვიანა.
კუნძულზე კლიმატი ტროპიკული და ნოტიოა[1]. რენდოვაზე ხდება მიწისძვრები და ციკლონები.
1893 წლის 15 მარტს კუნძულზე დამყარდა ბრიტანეთის იმპერიის პროტექტორატი[3] და 1971 წლამდე იყო ბრიტანეთის დასავლეთ-წყნარი ოკეანის ტერიტორიების ნაწილი[3].
1943 წლის 21 ივნისს მოკავშირეებმა კუნძულზე განახორციელეს შეტევა, რომ ჩაეშალათ კუნძულ ახალ გეორგიაზე განლაგებული იაპონური გარნიზონის მომარაგება. რენდოვას კუნძულის ორიათასკაციანი იაპონური გარნიზონი მოკლე დროში გაანადგურა ექვსიათასკაციანმა ამერიკულმა დესანტმა[4].
1978 წლიდან რენდოვას კუნძული სოლომონის კუნძულების სახელმწიფოს ნაწილია.
1999 წელს რენდოვას კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 3679 ადამიანს[2]. კუნძულელები ლაპარაკობენ ორ პაპუასურ ენაზე: ტოუო (1874 მოლაპარაკე 1999 წელს; გავრცელებულია კუნძულის სამხრეთ ნაწილში) და უგელე (1202 მოლაპარაკე 1999 წელს; გავრცელებულია კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში)[5].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.