![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3d/Fogadalmi_templom_%252812498._sz%25C3%25A1m%25C3%25BA_m%25C5%25B1eml%25C3%25A9k%2529_3.jpg/640px-Fogadalmi_templom_%252812498._sz%25C3%25A1m%25C3%25BA_m%25C5%25B1eml%25C3%25A9k%2529_3.jpg&w=640&q=50)
რელიგია უნგრეთში
From Wikipedia, the free encyclopedia
რელიგია უნგრეთში საუკუნეების განმავლობაში იყო გაბატონებული ქრისტიანობის ფორმებით. 2011 წლის აღწერის თანახმად, უნგრელების 54,2% აცხადებდა თავს ქრისტიანად, საიდანაც 38,9% იყო კათოლიკე (უმრავლესობა მისდევდა რომაულ წეს-ჩვეულებას, ხოლო უმცირესობა - ბერძნულ წეს-ჩვეულებას), 13,8% იყო პროტესტანტი (11,6% - კალვინისტი და 2,2% - ლუთერანი), 0,1% იყო ქრისტიანი მართლმადიდებელი და 1,3% - ქრისტიანობის სხვა ჯგუფის წევრი.[1] ამავე დროს, უნგრელების 27,2% არ უკავშირებდა თავს რელიგიურ მიმდინარეობებს, 16,7% აცხადებდა, რომ არ იყო რელიგიური და 1,5% აცხადებდა, რომ იყო ათეისტი. უნგრეთში რელიგიურ უმცირესობებს წარმოადგენდნენ ბუდიზმი (0,1% - 2011 წელს), ისლამი და იუდაიზმი (0,1% - 2011 წელს).[1]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3d/Fogadalmi_templom_%2812498._sz%C3%A1m%C3%BA_m%C5%B1eml%C3%A9k%29_3.jpg/640px-Fogadalmi_templom_%2812498._sz%C3%A1m%C3%BA_m%C5%B1eml%C3%A9k%29_3.jpg)
უნგრეთი ოფიციალურად არის სეკულარული სახელმწიფო და რელიგიის თავისუფლება შეტანილია ერის კონსტიტუციაში.