![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b1/Laserbehandling.jpg/640px-Laserbehandling.jpg&w=640&q=50)
რევმატოლოგია
From Wikipedia, the free encyclopedia
რევმატოლოგია — შინაგანი მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის რევმატულ დაავადებათა ( რევმატიზმი, ოსტრეოართროზი, პერიართრიტი, ბურსიტი და სხვ.) ეტიოლოგიის, პათოგენეზი, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკურ საკითხებს. როგორც მედიცინის დამოუკიდებელი დარგი, ჩამოყალიბდა XX ს. 50-იან წლებში, თუმცა ცალკეულ რევმატულ დაავადებათა შესწავლას დიდი ისტორია აქვს. სახსრების რევმატული ანთება ჯერ კიდევ ჰიპოკრატემ აღწერა, რომაელმა ექიმმა გალენოსმა კი პირველმა შემოიღო ტერმინი "რევმატიზმი". XIX ს-ში თანამედროვე რევმატოლოგიის ფუძემდებელმა ბუიომ დაადგინა კავშირი რევმატულ პოლიართრიტსა და გულის დაზიანებას შორის. სერგეი ბოტკინის გამოკვლევებით პირველად აღინიშნა რევმატიზმის კავშირი ინფექციასთან.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b1/Laserbehandling.jpg/320px-Laserbehandling.jpg)