რაშიდა ტლაიბი
ამერიკელი პოლიტიკოსი და იურისტი / From Wikipedia, the free encyclopedia
რაშიდა ჰარბი ტლაიბი[1] (თურქ. Rashida Harbi Tlaib; დ. 24 ივლისი, 1976, დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ) — ამერიკელი პოლიტიკოსი და იურისტი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი მიჩიგანის მე-13 საარჩევნო ოლქიდან.[2] დემოკრატიული პარტიის წევრი[3] და მიჩიგანის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი. თავისი ვადის ამოწურვამდე, ტლაიბი ქალაქის მე-6 საოლქო უბანს წარადგენდა. 2009 წლის 1 იანვარს, თანამდებობაზე ასვლის შემდეგ, ტლაიბი მიჩიგანის საკანონმდებლო ორგანოს პირველი მუსლიმი ქალი წევრი გახდა და აშშ-ის ისტორიაში პირველი მუსლიმი ქალი გახდა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერ სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანოში აირჩიეს.[4]
რაშიდა ტლაიბი | |
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი მიჩიგანის მე-13 ოლქიდან | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 3 იანვარი, 2019 |
წინამორბედი | ბრენდა ჯონსი |
მიჩიგანის წარმომადგენელთა პალატის წევრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 იანვარი, 2009 – 31 დეკემბერი, 2014 | |
წინამორბედი | სტივ ტობოკმანი |
მემკვიდრე | სტეფანი ჩანგი |
დაბადებული | 24 ივლისი, 1976 (1976-07-24) (47 წლის) დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | ფაიეზ ტლაიბი (ქ. 1998; გ. 2015) |
შვილები | 2 |
განათლება | უაინის სახელმწიფო უნივერსიტეტი დასავლეთ მიჩიგანის უნივერსიტეტის კულის სამართლის სკოლა |
რელიგია | ისლამი |
2018 წელს, ტლაიბმა მოიგო დემოკრატიული პარტიის კვოტა მიჩიგანის მე-13 საარჩევნო ოლქში. იმავე წელს მოიგო საერთო არჩევნები და გახდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ერთ-ერთი მუსლიმი ქალი წევრი, ილჰან ომარისთან ერთად, ასევე კონგრესის პირველი პალესტინელი ამერიკელი ქალი წევრი.[5][6] ტლაიბი ამერიკის დემოკრატი სოციალისტების წევრია.[7]