![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/2e/Paris-FR-75-open_de_tennis-2-6--17-Roland_Garros-Rafael_Nadal-13.jpg/640px-Paris-FR-75-open_de_tennis-2-6--17-Roland_Garros-Rafael_Nadal-13.jpg&w=640&q=50)
რაფაელ ნადალი
ესპანელი ტენისის მოთამაშე / From Wikipedia, the free encyclopedia
რაფაელ ნადალ პარერა (ესპ. Rafael Nadal Parera; დ. 3 ივნისი, 1986, მანაკორი, ესპანეთი) — ესპანელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი. მოგებული აქვს რეკორდული 14 საფრანგეთის ღია პირველობა, რის გამოც მიჩნეულია თიხის საფარის ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელად და „თიხის მეფედ“[lower-alpha 1], ხოლო სხვა საფარებზე მოპოვებული გამარჯვებების გამო, ის ასევე ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად ისტორიაში[lower-alpha 2].
![]() ნადალი 2017 წლის საფრანგეთის ღია პირველობაზე, სადაც მან მეათედ მოიგო აღნიშნული ტურნირი | |||||||||||||
სრული სახელი | რაფაელ ნადალ პარერა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მშობლიური სახელი | Rafael Nadal Parera | ||||||||||||
ქვეყანა (სპორტი) |
![]() | ||||||||||||
საცხოვრებელი ადგილი | მანაკორი, მალიორკა, ესპანეთი | ||||||||||||
დაიბადა |
3 ივნისი, 1986 (1986-06-03) (38 წლის) მანაკორი, მალიორკა, ესპანეთი | ||||||||||||
სიმაღლე | 185 სმ | ||||||||||||
პროფესიონალი | 2001 | ||||||||||||
თამაში | მემარცხენე | ||||||||||||
მწვრთნელ(ებ)ი |
ტონი ნადალი (1990–2017) ფრანსისკო როიგი (2005–) კარლოს მოია (2016–) | ||||||||||||
ფულადი პრიზი | 103,251,975 აშშ დოლარი | ||||||||||||
ოფიციალური საიტი | rafaelnadal.com | ||||||||||||
ერთეულები | |||||||||||||
კარიერის ჩანაწერები | 1004–204 (83,1%) | ||||||||||||
ტიტულები კარიერაში | 91 | ||||||||||||
უმაღლესი რეიტინგი | 1-ლი (18 აგვისტო, 2008) | ||||||||||||
მიმდინარე რეიტინგი | მე-2 (5 ნოემბერი, 2018)[1] | ||||||||||||
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | |||||||||||||
ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (2009, 2022) | ||||||||||||
საფრანგეთის ღია პირველობა | გამარჯვება (2005, 2006, 2007, 2008, 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2017, 2018, 2019, 2020, 2022) | ||||||||||||
უიმბლდონი | გამარჯვება (2008, 2010) | ||||||||||||
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (2010, 2013, 2017, 2019) | ||||||||||||
სხვა ტურნირები | |||||||||||||
ტურის ფინალი | ფინალი (2010, 2013) | ||||||||||||
ოლიმპიური თამაშები | გამარჯვება (2008) | ||||||||||||
წყვილები | |||||||||||||
კარიერის ჩანაწერები | 131–72 (64.53%) | ||||||||||||
ტიტულები კარიერაში | 11 | ||||||||||||
უმაღლესი რეიტინგი | 26-ე (8 აგვისტო, 2005) | ||||||||||||
დიდი სლემის წყვილთა შედეგები | |||||||||||||
ავსტრალიის ღია პირველობა | 3რ (2004, 2005) | ||||||||||||
უიმბლდონი | 2რ (2005) | ||||||||||||
აშშ-ის ღია პირველობა | ნახევარფინალი (2004) | ||||||||||||
წყვილთა სხვა ტურნირები | |||||||||||||
ოლიმპიური თამაშები | გამარჯვება (2016) | ||||||||||||
გუნდური შეჯიბრები | |||||||||||||
დეივისის თასი | გამარჯვება (2004, 2008, 2009, 2011, 2019) | ||||||||||||
მედლები
| |||||||||||||
ბოლოს განახლდა: 12 სექტემბერი 2018. |
ნადალს მოგებული აქვს 22 დიდი სლემის ტურნირი – 14 საფრანგეთის ღია პირველობა, 4 აშშ-ის ღია პირველობა, 2 უიმბლდონი და 2 ავსტრალიის ღია პირველობა. სლემების რაოდენობით, იგი თანალიდერია როჯერ ფედერერთან ერთად. ესპანელს ასევე მოგებული აქვს 36 მასტერსი და ამ მხრივ რეკორდსმენია ნოვაკ ჯოკოვიჩთან ერთად. ჯამში ნადალმა კარიერაში ATP-ის 92 ტურნირი მოიგო ერთეულებში. ესპანელი 209 კვირის განმავლობაში იკავებდა რეიტინგში პირველ ადგილს.
მხოლოდ ნადალს და შვედ ჩოგბურთელს – მატს ვილანდერს, აქვთ მინიმუმ 2 დიდი სლემის ტურნირი მოგებული სამ სხვადასხვა საფარზე: ჰარდზე, ბალახზე და თიხაზე. 2014 წელს საფრანგეთის ღია პირველობის მოგებით, ნადალი გახდა პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც შეძლო ზედიზედ 10 წლის განმავლობაში დიდი სლემის ტურნირის მოგება. 2017 წელს მონტე-კარლოს მასტერსის მოგებით, ნადალმა მოხსნა არგენტინელი გილიერმო ვილასის რეკორდი, რომელსაც ყველაზე მეტი – 49 ტურნირი ჰქონდა მოგებული თიხის საფარზე[15]. იმავე წელს საფრანგეთის ღია პირველობის მოგებით, ნადალი გახდა პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც ერთი დიდი სლემის ტურნირის მოგება 10-ჯერ შეძლო.
ოლიმპიურ თამაშებზე, ნადალს 1-1 ოქროს მედალი აქვს ერთეულებში და წყვილებში მოგებული. 2010 წელს, იგი გახდა მეორე ჩოგბურთელი ანდრე აგასის შემდეგ მამაკაცთა ჩოგბურთის ისტორიაში, რომელმაც კარიერული ოქროს სლემი შეასრულა (მოიგო ყველა დიდი სლემის ტურნირი და ოლიმპიური ოქროს მედალი ერთეულებში). სანაკრებო დონეზე, მან 4-ჯერ მოიგო დეივისის თასი ესპანეთის ნაკრებთან ერთად.