რაზელმი
From Wikipedia, the free encyclopedia
რაზელმი, რაზიმი (რუმ. Razelm) — მტკნარწყლიანი ლაგუნა შავი ზღვის სანაპიროზე, რუმინეთში. მდებარეობს დუნაის დელტის სამხრეთით. ზედაპირის ფართობი 394.30 კმ², მაქსიმალური სიღრმე 2.8 მ.[1] ხმელეთში იჭრება 30 კილომეტრზე. რაზელმი ზღვიდან გამოყოფილია ქვიშის ცელათი. სამხრეთ-დასავლეთით დაკავშირებულია გოლოვიცის ტბასთან. დრანოვისა და დუნავატის არხით უკავშირდება მდინარე დუნაის.[2] ტბის ჩრდილოეთ ნაწილშია კუნძული პოპინა, რომლის ფართობია 0.98 კმ².[3] ჩრდილო-აღმოსავლეთით გამოიყოფა ფუნდეის ყურე, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით ჰოლბინის ყურე. განვითარებულია თევზჭერა. ბევრია წყლის ფრინველი.[4]
სწრაფი ფაქტები რაზელმი ...
რაზელმი | |
---|---|
![]() რაზელმი | |
კოორდინატები: 44°49′36″ ჩ. გ. 28°59′05″ ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
ფართობი | 394.30 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 2.8 მ |
დახურვა