რავანა
From Wikipedia, the free encyclopedia
რავანა (Rāvaṇa) — მითოლოგიური პერსონაჟი რამაიანასა და ინდუიზმში, რომელთა მიხედვითაც რავანა რაკშასისა და ლანკას მეფეა.
რავანა | |
---|---|
რავანას ქანდაკება, XVIII საუკუნის ნამუშევარი | |
სქესი: | მამრობითი |
მამა: | Vishrava |
და-ძმა: | ვიბჰიშანა, კუმბაკარნა და Surpanakha |
მეუღლე: | მანდოდარი და Dhanyamalini |
შვილები: | ინდრაჯიტი, ატიკაია და Akshayakumara |
გამოსახულებები |
მითოლოგიაში გადმოცემულია, რომ რავანა იყო შივას მიმდევარი, დიდებული სწავლული, ძლევამოსილი მმართველი, რომელიც არნახულად უკრავდა ვინაზე, მაგრამ ის იყო ამბიციური, და სურდა დევაზელიერი ყოფილიყო. მისი ათი თავი მისი ცოდნის გამომხატველია. ექვსი გამოხატავს შასტრას, ოთხი კი ვედას. რამაიანას მიხედვით, იგი შეიპყრობს რამას მეუღლე სიტას რათა შური იძიოს რამასა და მის ძმა ლაკშმანაზე რომლებმაც რავანას დას, შურპანაკას.
ინდოეთის გარკვეულ რეგიონებში რავანას თაყვანს სცემენ, ესენიაშრი-ლანკა და ბალი (ინდონეზია)[1][2][3]. იგი მიჩნეულია შივას ყველაზე ერთგულ თაყვანისმცემლად. რავანას ფრესკებზე მრავალ შემთხვევაში გამოსახულია შივაც. იგი ასევე გვხვდება ბუდისტურ ტექსტებშიც როგორიცაა „Laṅkāvatāra Sūtra“, ბუდისტური რამაიანა და ჯეტაკა, ასევე რამაიანას სხვა ალტერნატიულ ვერსიებშიც, რომლებიც ძირითადად ინდუიზმიდანაა ინსპირირებული.