![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e2/Radiocarbon_bomb_spike.svg/langka-640px-Radiocarbon_bomb_spike.svg.png&w=640&q=50)
რადიონახშირბადული დათარიღება
From Wikipedia, the free encyclopedia
რადიონახშირბადული დათარიღება, ნახშირბადის დათარიღება ან ნახშირბად 14-ით დათარიღება — მეთოდი, ორგანული მასალის შემცველი ობიექტის ასაკის დასადგენად, ნახშირბადის რადიოაქტიური იზოტოპის გამოყენებით. მეთოდი შეიმუშავეს 1940-იანი წლების ბოლოს, ჩიკაგოს უნივერსიტეტში. გამოიგონა უილარდ ლიბმა, რომელმაც 1960 წელს ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიიღო.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e2/Radiocarbon_bomb_spike.svg/320px-Radiocarbon_bomb_spike.svg.png)
მოქმედების პრინციპი მდგომარეობს შემდეგში, 14C, ნახშირბადი რადიოაქტიური იზოტოპი მუდმივად წარმოიქმნება ატმოსფეროში კოსმიური სხივების აირად აზოტზე ზემოქმედებით. შემდგომში ეს ნახშირბადი წარმოქმნის სხვა ნივთიერებებს, რომელიც შეიწოვება მცენარეებისა და ცხოველების მიერ, ხოლო როდესაც ისინი მოკვდებიან, ორგანიზმსა და გარემოს შორის ნახშირბადის ამ კონკრეტული იზოტოპის ცვლა წყდება, რის შემდეგაც ნახშირბადი რჩება ორგანიზმში და იწყებს რადიოაქტიურ დაშლას. როდესაც მეცნიერები აღმოაჩენენ ძველი მცენარის ნაშთს ან ცხოველის ძვალს, მათ შეუძლიათ დაადგინონ მათი დაახლოებითი ასაკი, იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის 14C დაიშალა მისი გარდაცვალებიდან დღემდე. ნახშირბად 14-ის ნახევარდაშლის პერიოდია (ამ დროს ატომების რაოდენობა ნახევრდება) 5 730 წელი.
1960-იანი წლებიდან მიმდინარეობს კვლევები, თუ რა რაოდენობით იცვლებოდა დედამიწაზე ნახშირბადის ეს იზოტოპი. შესწავლა ძირითადად ხდება ორგანიზმების ნამარხებისგან, ანუ სხვადასხვა პერიოდში მცხოვრები არსებების ორგანიზმში განსხვავებული კონცენტრაციითაა 14C. დამატებითი ინფორმაცია მეცნიერებმა წიაღისეული საწვავისგან მიიღეს, როგორიცაა ნახშირი და ნავთობი. მათზე ნახშირბაის რადიოაქტიური იზოტოპის აღმომჩენი ტესტები ჩატარდა 1950-1960-იან წლებში. იმის გამო, რომ ბიოლოგიური მასალის წიაღისეულ საწვავად გადაქცევას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ნახშირბად 14-ის დაშლას, ამიტომაც წიაღისეული საწვავი თითქმის არ შეიცავს ნახშირბადის ამ იზოტოპს. იზოტოპი ყოველთვის არსებობდა ატმოსფეროში, მაგრამ მისი კონცენტრაციის შემცირება იწყება XIX საუკუნის ბოლოდან, თუმცა მეოცე საუკუნეში გახშირებულმა ბირთვულმა ტესტირებებმა მკვეთრად გაზარდა მისი შემცველობა ატმოსფეროში, ხოლო პიკს მიაღწია დაახლოებით 1965 წლისთვის, ამ პერიოდში ორჯერ მეტს შეიცავდა ატმოსფერო, ვიდრე ეს იყო ტესტირებების დაწყებამდე.