![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/42/Jiu_River_in_Craiova.jpg/640px-Jiu_River_in_Craiova.jpg&w=640&q=50)
ჟიუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ჟიუ (რუმ. Jiu) — მდინარე სამხრეთ რუმინეთში. მდინარე დუნაის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 339 კმ, აუზის ფართობი 10,070 კმ². სათავე აქვს სამხრეთ კარპატებში. ზემო დინებაში კვეთს პეტროშენის ქვაბულს, შემდეგ სურდუკის ხეობის გავლით იჭრება ოლტენიის ბორცვიან მთისწინა ვაკეზე; ქვემო დინებაში აჩენს ფართო ხეობას. დამახასიათებელია გაზაფხულის წყალდიდობები და მძაფრი არარეგულარული წყალმოვარდნები. წყლის საშუალო ხარჯი ქვემოთში 80 მ³/წმ.
სწრაფი ფაქტები ჟიუ, ქვეყანა ...
ჟიუ | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ქალაქები |
პეტრილა პეტროშენი ტირგუ-ჟიუ კრაიოვა |
სათავე |
სამხრეთი კარპატები 45°22′07″ ჩ. გ. 23°22′04″ ა. გ. |
შესართავი | 43°46′43″ ჩ. გ. 23°48′50″ ა. გ. |
სიგრძე | 339 კმ |
აუზის ფართობი | 10,070 კმ² |
![]() ![]() | |
![]() |
დახურვა