ჟან დე ვალუა (ბერის ჰერცოგი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ჟან დე ვალუა (ფრანგ. Jean de Valois; დ. 30 ნოემბერი, 1340, ვენსენი, საფრანგეთი — გ. 15 ივნისი, 1416, პარიზი, საფრანგეთი) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ჟან II-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ ბონა ლუქსემბურგელის შუათანა ვაჟი. ბერის, პუატიეს, ოვერნისა და მონტესპიერის ჰერცოგი. იგი იყო ღვიძლი ძმა საფრანგეთის მეფე შარლ V-ის, ანჟუს ჰერცოგ ლუი I-ისა და ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ II-ისა. ძმის გარდაცვალების შემდეგ იყო თავისი ძმიშვილის, საფრანგეთის მეფე შარლ VI-ის რეგენტი.
სწრაფი ფაქტები ჟან დე ვალუა, დაბადების თარიღი ...
ჟან დე ვალუა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
30 ნოემბერი, 1340 ვენსენი, საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
15 ივნისი, 1416, (75 წლის) პარიზი, საფრანგეთი |
ეროვნება | ფრანგი |
წოდება | ბერის ჰერცოგი |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) |
ჟანა არმანიაკი (ქ. 1360 - გარდ. 1387) ჟანა II ოვერნელი (ქ. 1389) |
შვილ(ებ)ი |
ჟანი, მონტესპიერის გრაფი ბონა, სავოიის გრაფინია მარი, ოვერნის ჰერცოგინია |
მშობლები |
მამა: ჟან II, საფრანგეთის მეფე დედა: ბონა ლუქსემბურგელი |
დახურვა