ლუი I (ანჟუს ჰერცოგი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუი I დე ვალუა (ფრანგ. Louis I de Valois; დ. 23 ივლისი, 1339, ვენსენი, საფრანგეთი — გ. 20 სექტემბერი, 1384, ბისკელიე, იტალია) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ჟან II-ისა და მისი პირველი ცოლის, ბონა ლუქსემბურგელის მეორე ვაჟი. ანჟუს ჰერცოგი 1351, მაინის ჰერცოგი 1356 და ტურის ჰერცოგი 1370 წლიდან. 1382 წლიდან, როგორც ჯოვანა I ნეაპოლელის შვილობილმა, მან მიიღო პროვანსისა და ფორსალკიერის გრაფობა, თუმცა ასევე პრეტენზია ჰქონდა ნეაპოლისა და იერუსალიმის მეფობაზე, რაც შემდგომში მისმა ვაჟმა მიიღო. აგრეთვე აქტიურად იყო ჩაბმული ასწლიან ომში და გარკვეული პერიოდის მანძილზე იყო თავისი ძმის შვილის, შარლ VI შლეგის რეგენტიც.
სწრაფი ფაქტები ანჟუს ჰერცოგი, მმართ. დასაწყისი: ...
ლუი I დე ვალუა | |
---|---|
ანჟუს ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 1351 |
მმართ. დასასრული: | 1384 |
წინამორბედი: | წოდება შეიქმნა |
მემკვიდრე: | ლუი II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 23 ივლისი, 1339 |
დაბ. ადგილი: | ვენსენი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 20 სექტემბერი, 1384, (45 წლის) |
გარდ. ადგილი: | ბისკელიე, იტალია |
მეუღლე: | მარი დე ბლუა |
შვილები: |
ლუი II, ნეაპოლის მეფე შარლი, ტარანტოს პრინცი |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | ჟან II, საფრანგეთის მეფე |
დედა: | ბონა ლუქსემბურგელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დახურვა