![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5a/Prut_River.jpg/640px-Prut_River.jpg&w=640&q=50)
პრუტი
From Wikipedia, the free encyclopedia
პრუტი (უკრ. Прут; რუმ. Prut) — მდინარე უკრაინაში, მოლდოვასა და რუმინეთში, დუნაის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 953 კმ, აუზის ფართობი 27 500 კმ². სათავე აქვს აღმოსავლეთ კარპატებში. ქალაქ ჩერნოვციმდე მიედინება ღრმა ხეობაში, შემდეგ ხეობა ფართოვდება, კალაპოტი იკლაკნება და ადგილ-ადგილ ჭორომიანია. საზრდოობს წვიმისა და თოვლის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნა — ზაფხულსა და შემოდგომაზე. წყლის საშუალო ხარჯი დაახლოებით 80 მ³/წმ. გაყინულია იანვარ-თებერვალში, ყინულძვრაა მარტის პირველ ნახევარში. სანაოსნოა ქალაქ ლეოვომდე. პრუტის ნაპირზეა ქალაქები: იარემჩე, კოლომია, სნიატინი, ჩერნივცი, ნოვოსელიცია, უნგენი, ლეოვო.
სწრაფი ფაქტები პრუტი, ქვეყანა ...
პრუტი | |
---|---|
![]() პრუტი | |
ქვეყანა |
![]() ![]() ![]() |
სათავე |
აღმოსავლეთი კარპატები 48°09′46″ ჩ. გ. 24°33′15″ ა. გ. |
შესართავი | 45°28′08″ ჩ. გ. 28°12′26″ ა. გ. |
სიგრძე | 953 კმ |
აუზის ფართობი | 27 500 კმ² |
![]() ![]() | |
![]() |
დახურვა