პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი ნაპირი
From Wikipedia, the free encyclopedia
პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი ნაპირი (ფრანგ. Provence-Alpes-Côte d'Azur) — რეგიონი სამხრეთ საფრანგეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. შედგება 6 დეპარტამენტისაგან: ზემო პროვანსის ალპები, ზღვისპირა ალპები, ბუშ-დიუ-რონი, ზემო ალპები, ვარი, ვოკლიუზი.
- ფართობი - 31,4 ათასი კვ.კმ.,
- მოსახლეობა - 4,1 მლნ.
- ქალაქები: მარსელი, ექს-ან-პროვანსი, ავინიონი, ნიცა, კანი, ტულონი.
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/a/a4/Provence-Alpes-C%C3%B4te_d%E2%80%99Azur_map.png)
ხმელთაშუა ზღვის ე.წ. ლაჟვარდოვანი სანაპირო ანუ საფრანგეთის რივიერა მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია. პროვანსი მე-10 საუკუნემდე დამოუკიდებელი იყო. აქ დღემდე ლაპარაკობენ ოქსიტანური ენის პროვანსულ დიალექტზე.
![]() |
ეს სტატია საფრანგეთისა და ფრანგების შესახებ ჯერჯერობით ესკიზია. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მის შევსებაში. |