პრინცესა ჟასმინი
From Wikipedia, the free encyclopedia
პრინცესა ჟასმინი — გამოგონილი პერსონაჟი, გვხვდება კომპანია Walt Disney Pictures-ის 31-ე ანიმაციურ ფილმში „ალადინი“ (1992), მის გაგრძელებებში და კომპანიის პროდუქციაში. ახმოვანებს ამერიკელი მსახიობი ლინდა ლარკინი[1] — მღერის ფილიპინელი მომღერლის ლეა სალონგას ხმით. ჟასმინი გამოგონილი არაბული სამეფოს — აგრაბის პრინცესაა, რომელსაც არ სურს სასახლეში გამოკეტილი ცხოვრება და გარიგებით ქორწინება. შექმნეს რეჟისორებმა რონ კლემენტმა და ჯონ მასკერმა სცენარისტებთან ტედ ელიოტთან და ტერი როსიოსთან ერთად. ჟასმინი დაფუძნებულია ბადრულბადურზე - პრინცესაზე „ათას ერთი ღამიდან“, ზღაპრიდან „ალადინი და ჯადოსნური ლამპარი“. ჟასმინი დისნეის რიგით მეექსვსე პრინცესაა, მათგან პირველი არაევროპელი და ერთადერთი არაბული წარმოშობის.[2] ასევე ჟასმინი პირველი პრინცესაა, რომელიც არ იყო თავისი ფილმის მთავარი გმირი, თუმცა მას და ალადინს (ფილმ „ალადინის“ პროტაგონისტს) ზოგჯერ ერთად მოიხსენიებენ, როგორც მთავარ გმირებს.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|პრინცესა ჟასმინი}} |