![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/9e/Potsdam_conference_1945-3.jpg/640px-Potsdam_conference_1945-3.jpg&w=640&q=50)
პოტსდამის შეთანხმება
From Wikipedia, the free encyclopedia
პოტსდამის შეთანხმება — პოტსდამის კონფერენციის შემაჯამებელი დოკუმენტი. კონფერენცია მიმდინარეობდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ 1945 წლის 17 ივლისიდან 2 აგვისტომდე, ცეცილიენჰოფის სასახლეში პოტსდამში. პოტსდამის კონფერენციაზე გამარჯვებულმა სახელმწიფოებმა მიიღეს გადაწყვეტილება გერმანიის ახალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული მოწყობის, მისი დემილიტარიზაციის, რეპარაციის გადახდისა და გერმანელი სამხედრო ტყვეების ბედის შესახებ.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/9e/Potsdam_conference_1945-3.jpg/640px-Potsdam_conference_1945-3.jpg)
კონფერენციაში მონაწილეობდნენ სსრკ, აშშ და დიდი ბრიტანეთი. საფრანგეთი არ მონაწილეობდა, თუმცა 4 აგვისტოს შეუერთდა პოტსდამის შეთანხმებას. თავდაპირველად კონფერენციაში მონაწილეობდნენ სტალინი, ჰარი ტრუმენი და უინსტონ ჩერჩილი. მოგვიანებით ჩერჩილი შეცვალა დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა კლემენტ ეტლიმ.
კონფერენციაზე გერმანიისათვის მიიღეს პოლიტიკური პრინციპები, რომელსაც უწოდეს „ხუთი D“:
- დენაციფიკაცია
- დემილიტარიზაცია
- დემოკრატიზაცია
- დეცენტრალიზაცია
- დემონტაჟი