From Wikipedia, the free encyclopedia
პოლიტიკა — ეს არის:
პოლიტიკას წარსულში განსაზღვრავდნენ სხვადასხვაგვარად, კერძოდ: (ა) როგორც „სამეფო ხელოვნებას“ ყველა სხვა ხელოვნების (ორატორული, სამხედრო, სასამართლო) სამართავად, (ბ) როგორც უნარს „ყველა მოქალაქის დაცვისა და მათ შორის უარესების უკეთესებად გარდაქმნისა“ (პლატონი), (გ) როგორც ცოდნას სამართლიანი და ბრძნული მმართველობის თაობაზე (მაკიაველი), (დ) როგორც კლასთა ინტერესების ბრძოლას (მარქსი).
პოლიტიკა, როგორც მეცნიერება შეისწავლის სახელმწიფო მიზნების მიღწევის ხერხებს. განასხვავებენ საშინაო და საგარეო პოლიტიკას. პირველი მათგანი განისაზღვრება იმ მიზნების შინაარსით, რომელსაც ისახავს მთავრობა და საზოგადოების მმართველი კლასები, და იმ საშუალებებით, რომლითაც ეს მიზნები მიიღწევა. საშინაო პოლიტიკის მიზანს შეიძლება ჰქონდეს ხასიათი:
საგარეო პოლიტიკა მოიცავს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების საკითხებს, როგორებიცაა: ომი და მშვიდობა, სახელმწიფოთა კავშირები და შეთანხმებები, საერთაშორისო ვაჭრობა, გავლენის სფეროების განაწილება, ზღვების, კოლონიების ფლობა და სხვა.
თავისი შინაგანი ფორმით სახელმწიფო პოლიტიკა შეიძლება იყოს:
თუ სახელმწიფო მმართველობას დავყოფთ დარგებად, შესაძლებელია საუბარი სახელმწიფოს ფინანსურ, საბაჟო, სატარიფო, სავაჭრო, სამრეწველო, ფისკალურ, სარკინიგზო პოლიტიკაზე.
კლასი - მმართველობის ფორმა - პოლიტიკური პარტია - რევოლუცია - საგარეო პოლიტიკა - საშინაო პოლიტიკა - სახელმწიფო - ხელისუფლება
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.