From Wikipedia, the free encyclopedia
პიტერ ართურ დაიმონდი (ინგლ. Peter Arthur Diamond; დ. 29 აპრილი, 1940) — ამერიკელი ეკონომისტი. ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში (2010) „საძიებო დაბრკოლებებით ბაზრის ანალიზისთვის“. აშშ-ის უსაფრთხოებისა და სოციალური პოლიტიკისა და მუშაობის ანალიტიკოსი.
დაიმონდი დაიბადა ნიუ-იორკში, რუმინეთიდან და რუსეთიდან ემიგრირებული ებრაელების ოჯახში. მამა ადვოკატი იყო, ხოლო დედა — ბუღალტერი. სწავლობდა ბრონქსისა და ვუდმერის სკოლებში. მათემატიკის ბაკალავრის ხარისხი მიიღო 1960 წელს იელის უნივერსიტეტში, დოქტორის ხარისხი კი 1963 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. ასწავლიდა კალიფორნიის უნივერსიტეტსა (ბერკლი) და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.