პინანგი
From Wikipedia, the free encyclopedia
პინანგი (მალ. Pulau Pinang) ― მალაიზიის შტატი. მდებარეობს ნახევარკუნძულის მალაიზიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, მალაკის სრუტის გასწვრივ. შედგება ორი ნაწილისგან: კუნძულ პინანგისგან, სადაც შტატის დედაქალაქი ჯორჯთაუნი მდებარეობს და სებერანგ-პერაისგან, რომელიც მალაკის ნახევარკუნძულზ― ე მდებარეობს. შტატის ტერიტორიაზე მდებარეობს მალაიზიის ორი უგრძესი ხიდი: პინანგის ხიდი და სულთან აბდულ ჰალიმ მუაძამ შაჰის ხიდი. ეს უკანასკნელი მეორე უგრძესი საზღვაო ხიდია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.[2] ფართობის მიხედვით პინანგი მეორე ყველაზე პატარა შტატია მალაიზიაში. ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან კედაჰის შტატი ესაზღვრება, ხოლო სამხრეთიდან ― პერაკის შტატი.[3]
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
პინანგი | |||||
| |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
ადმ. ცენტრი | ჯორჯტაუნი | ||||
კოორდინატები | 5°24′09″ ჩ. გ. 100°21′54″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1786 | ||||
ფართობი | 1031.0 კმ² | ||||
მოსახლეობა | 1 740 400 (2020)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||||
სატელეფონო კოდი | 04 | ||||
საფოსტო ინდექსი | 10000–14400 | ||||
საავტომობილო კოდი | P | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.penang.gov.my | ||||
| |||||
მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით პინანგი მალაიზიის შტატებს შორის მერვე ადგილზეა. 2018 წლის აღწერის მიხედვით, შტატის მოსახლეობა თითქმის 1 767 000 ადამიანს უდრის, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 684 ადამიანია 1 კმ²-ზე.[4] პინანგი პირველ ადგილზეა მოსახლეობის სიმჭიდროვით და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ურბანიზებული შტატია.[5] მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით სებერანგ-პერაი მეორე ადგილზეა მალაიზიის ქალაქებს შორის.[6] შტატის მოსახლეობა ეთნიკური, კულტურული, ლინგვისტური და რელიგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მალაიელებთან, ჩინელებთან და ინდოელებთან ერთად პინგანგში დიდი რაოდენობით ევრაზიელები, ტაილანდელები და სხვა თემები ცხოვრობენ.[7][8][9]
პინანგის თანამედროვე ისტორია 1786 წლიდან იწყება, როდესეაც ფრენის ლაითმა ქალაქი ჯორჯთაუნი დააარსა. 1826 წელს პინანგი სრუტეთა დასახლებების ნაწილი გახდა, რომელიც 1867 წელს ბრიტანეთის კოლონია გახდა. ბრიტანელთა მმართველობა მცირე ხნით შეწყდა მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც პინანგი იაპონელებმა დაიკავეს. ბრიტანელებმა შტატი 1947 წელს დაიბრუნეს. მოგვიანებით პინანგი მალაიური ფედერაციის ნაწილი გახდა, რომელმაც ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა 1957 წელს მოიპოვა.
1970-იან წლებში შტატის, როგორც Entrepôt-ის ფუნქცია დაკნინდა, რის შემდეგაც ცენტრალურმა მთავრობამ პინანგის ეკონომიკა მრეწველობისკენ მიმართა.[10] მალაიზიის შტატებსა და ფედერალურ ტერიტორიებს შორის პინანგი მესამე ადგილზეა ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით, კუალა-ლუმპურისა და სელანგორის შემდეგ.[11]