ფრაგი მაღალი მოდის დიზაინერი From Wikipedia, the free encyclopedia
პიერ კარდენი (ფრანგ. Pierre Cardin; დ. 2 ივლისი, 1922, სან-ბიაჯო-დი-კალალტა, ვენეციასთან ახლოს — გ. 29 დეკემბერი, 2020, ნეიი-სიურ-სენი, პარიზთან ახლოს) — ფრანგი მოდის დიზაინერი, საფრანგეთის ინსტიტუტის წევრი (1992).[3] იუნესკოსა (1991)[4] და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩი (2009).[5]
პიერ კარდენი | |
---|---|
2010 წელს | |
მშობლიური სახელი | Pierre Cardin |
დაბადების სახელი | პიეტრო კოსტანტე კარდინი |
დაბადების თარიღი |
2 ივლისი, 1922 სან-ბიაჯო-დი-კალალტა, ვენეტო, იტალია |
გარდაცვალების თარიღი |
29 დეკემბერი, 2020 (98 წლის)[1] ნეიი-სიურ-სენი, პარიზი, საფრანგეთი[2] |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
ეთნიკურად | იტალიელი |
საქმიანობა | მაღალი მოდის დიზაინერი |
ჯილდოები | |
ხელმოწერა |
1945 წლიდან ცხოვრობდა პარიზში, სადაც თავიდან სწავლობდა არქიტექტურას, მუშაობდა ჟანა პაკენისა და ელზა სკიაპარელის ფირმებში, 1947 წლიდან — კრისტიან დიორთან. 1950 წელს გახსნა საკუთარი ატელიე, რომელიც დაკავებული იყო თეატრალური კოსტიუმებისა და ნიღბების დამზადებით. 1953 წელს შექმნა ქალის ტანსაცმლის პირველი კოლექცია, 1954 წელს გახსნა საფირმო მაღაზიები „ევა“ და „ადამი“. 1953–1993 წლებში იყო მაღალი მოდის სინდიკატის წევრი. კარდენი საკუთარ მოდელებში ამუშავებდა ხაზგასმულ „გეომეტრიულ“ სტილს, სადაც დომინირებდა გამოხატული სილუეტი (სწორი ან ქვევით შევიწროებული, „ტიტა“-ქვედატანები, რბილი საყელო-ფურცლები, მამაკაცის კოსტიუმში კვადრატული მხრები და ა.შ.), სუფთა ფერები. ხშირად იყენებდა დეკორატიულ ლითონის ბეჭდებს, აპლიკაციებს, მოხატულობებსა და გაჭრილ კუწუბებს, ხელოვნურ ყვავილებსა და დიდი ზომის ღილებს. 1946 წლიდან მუშაობდა კინოს დარგში (კოსტიუმები და ნიღბები კრისტიან ბერარის ესკიზების მიხედვით ჟან კოქტოს ფილმისათვის „მზეთუნახავი და ურჩხული“). ტანსაცმელში „ფუტუროლოგიური“ სტილის ინიციატორი („Kosmos-Look“). დიდი გავლენა მოახდინა სამეცნიერო-ფანდასტიური ფილმების მხატვრებზე. აგრეთვე ამზადებდა სპორტული ტანსაცმლის (1972 წლის მიუნხენის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებისათვის), ფეხსაცმლის, აქსესუარების მოდელებს; პროექტებს საქონლის რეკლამის, ავტომობილთა დიზაინის, ავეჯის (1977-დან) მიმართულებით და სხვ. იყო მფლობელი თეატრისა „ესპას პიერ კარდენი“ (გაიხსნა 1971 წელს; აგრეთვე სამხატვრო ხელმძღვანელი), რესტორნების ქსელისა „მაქსიმის“ („Maxim’s“, 1981-დან) პარიზსა და მსოფლიოს სხვა დედაქალაქებში. მის მოწაფეებსა და მიმდევართა შორისაა: ჟან პოლ გოტიე, კ. მონტანა, ა. ოლივიე.[3]
2006 წელს, პარიზთან ახლოს, სენტ-უანში გაიხსნა პიერ კარდენის მუზეუმი. დაჯილდოებულია საპატიო ლეგიონის ორდენით (1974).[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.