რუსი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე From Wikipedia, the free encyclopedia
პეტრე ალექსის ძე კროპოტკინი (რუს. Кропоткин, Пётр Алексеевич; დ. 9 დეკემბერი [ძვ. სტ. 27 ნოემბერი], 1842, მოსკოვი — გ. 8 თებერვალი, 1921, დმიტროვი) — რუსი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე. გეოგრაფი, ისტორიკოსი და გეოლოგი. რევოლუციონერი, სოციოლოგი და ანარქიზმის ცნობილი იდეოლოგი.
პეტრე კროპოტკინი | |
---|---|
რუს. Пётр Алексе́евич Кропо́ткин | |
დაბ. თარიღი | 27 ნოემბერი (9 დეკემბერი), 1842[1] [2] |
დაბ. ადგილი | მოსკოვი, მოსკოვის გუბერნია, რუსეთის იმპერია[3] [4] |
გარდ. თარიღი | 8 თებერვალი, 1921[5] [3] [1] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [2] (78 წლის) |
გარდ. ადგილი | დმიტროვი, მოსკოვის გუბერნია, საბჭოთა რუსეთი[3] [4] |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩიეს სასაფლაო |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია რსფსრ |
საქმიანობა | გეოგრაფი[4] , მწერალი[13] [4] , მკვლევარი, ფილოსოფოსი[4] , ავტობიოგრაფი, ჟურნალისტი, ეკონომისტი, ანარქისტი, ზოოლოგი და პოლიტიკოსი[4] |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, პაჟთა კორპუსი და მოსკოვის პირველი გიმნაზია[14] |
მეუღლე | Sophie Kropotkin |
მამა | Aleksey Kropotkin |
დედა | Ekaterina Nikolaevna Kropotkina (nee Sulima) |
შვილ(ებ)ი | Alexandra Kropotkin |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
დაიბადა გენერლის ოჯახში. დაამთავრა პაჟთა კორპუსი (1862). მსახურობდა ჯარში, შემდეგ აღმოსავლეთ ციმბირის გენერალ-გუბერნატორის უწყებაში. 1864-1867 წლებში მოგზაურობდა აღმოსავლეთ ციმბირსა და ჩრდილოეთ მანჯურიაში. 1867 წელს გავიდა სამსახურიდან და სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. კროპოტკინს ახალგაზრდობიდანვე ჩამოუყალიბდა დემოკრატიული შეხედულებანი ძირითადად „კოლოკოლისა“ და „სოვრემენნიკის“ გავლენით, ხალხის ცხოვრების გაცნობამ ციმბირში, 1871 წელს პარიზის კომუნამ, I ინტერნაციონალის საქმიანობამ და რევოლუციურმა ლიტერატურამ იგი რევულუციონერი გახადა. მიემხრო მიხეილ ბაკუნინს, ჩაიკოვსკელების წრეს, მუშებს შორის ეწოდა პროპაგანდას.
1874 წელს დააპატიმრეს და ჩასვეს პეტრე-პავლეს ციხეში. 1876 წელს გაიქცა ციხის საავადმყოფოდან და გაემგზავრა უცხოეთში, სადაც 40 წელი გაატარა. 1881 წელს გაასახლეს შვეიცარიიდან, 1883 წელს დაააპატიმრეს საფრანგეთში. 3 წლის შემდეგ გაათავისუფეს და დასახლდა ინგლისში. ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ და პროპაგანდისტულ მოღვაწეობას. თავის მოძღვრებას უწოდებდა ანარქისტულ კომუნიზმს. 1900-1909 წლებში შედიოდა რუსი ანარქისტების ორგანიზაციაში. მხარი დაუჭირა რუსეთის 1905-1907 წლებში რევოლუციას.
1907 წელს იყო რსდმპ V ყრილობის სტუმარი (ლონდონში). 1917 წლის ივნისში დაბრუნდა რუსეთში. კროპოტკინმა აღიარა ოქტომბრის რევოლუციის საერთაშორისო მნიშვნელობა. 1918 წლიდან ცხოვრობდა დმიტროვში. 1919-1920 წლებში ხვდებოდა ვლადიმერ ლენინს. 1920 წლის მოწოდებით მიმართა საერთაშორისო პროლეტარიატს ხელი შეეშალა თავისი მთავრობებისათვის იარაღით ჩარეულიყო რუსულ საქმეებში.
ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პეტრე კროპოტკინის ბუნებისმეტყველებაში მოღვაწეობა. კროპოტკინს აქვს მნიშვნელოვანი შრომები გეოგრაფიისა და გეოლოგიის დარგში. ციმბირში ყოფნის წლებში დაამუშავა ციმბირის ოროგრაფიის სქემა, პირველმა შენიშნა ძველი გამყინვარებისა და ვულკანიზმის კვალი აღმოსავლეთ საიანში.
1868 წლიდან როგორც რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილების მდივანი, კროპტკინი მუშაობდა ჩრდილოეთის ზღვების ათვისების პრობლემაზე და თეორიულად დაასაბუთა ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში ხმელეთის არსებობა, რომელიც ორი წლის შემდეგ მართლა აღმოაჩინეს (ფრანც-იოსების მიწა). 1871 წელს გამოიკვლია მყინვარული ნალექები ფინეთსა და შვედეთში. 1876 წელს გამოქვეყნდა მისი შრომა „გამოკვლევები მყინვარულ პერიოდზე“. საზღვარგარეთ კროპოტკინი თანამშრომლობდა ელიზე რეკლიუსთან მრავალტომეულის „დედამიწა და ხალხი. მსოფლიო გეოგრაფია“ მოსამზადებლად. მონაწილეობდა ლონდონის გეოგრაფიული საზოგადოების მუშაობაში, წერდა სტატიებს რუსეთის გეოგრაფიის შესახებ, „ენციკლოპედია ბრიტანიკაში“. ჰყავდა მეუღლე — სოფია გრიგოლის ასული ანანიევა-რაბინოვიჩი (1878-იდან); შვილი — ალექსანდრა პეტრეს ასული ლებედევა.
კროპოტკინის სახელი ეწოდა ქედს პატომის მთიანეთში, ქედსა და ვულკანს აღმოსავლეთ საიანში, მთას ოლიოკმის სტანოვიკზე, ქალაქს კრასნოდარის მხარეში, დაბას ირკუტსკის ოლქში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.