პერუელები
From Wikipedia, the free encyclopedia
პერუელები (peruanos) — ხალხი ლათინურ ამერიკაში, პერუს ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი ხალხი. მათი საერთო რაოდენობა პერუში 2009 წელს შეადგენდა 14,25 მილიონ ადამიანზე მეტს (ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 48,24 %; დანარჩენი — ინდიელები: კეჩუა — 47 %, აიმარა — დაახლოებით 3 %, ამაზონის ტყეებში მცხოვრებ ინდიელთა ტომები (აშანინკა, აგუარუნა, შიპიბო-კონიბო, კოკამა-კოკამილია, ჩაიაუიტა, ტიკუნა, მაჩიგენგა და ბევრი სხვა) — 2 %-ზე ნაკლები). ასევე ცხოვრობენ აშშ-ში, ესპანეთში, გერმანიაში, ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში. ძირითადი რელიგია — კათოლიციზმი, შენარჩუნებულია ადგილობრივი ტრადიციული რელიგიები.