From Wikipedia, the free encyclopedia
პერიანდრე[1] (ბერძ. Περίανδρος; დ. ძვ. წ. 667 – გ. ძვ. წ. 585) — კორინთის ტირანი ძვ. წ. 627 წლიდან. კიფსელიდების დინასტიის წარმომადგენელი. მისი მმართველობის დროს კორინთმა მიაღწია უდიდეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ აყვავებას, გახდა მსხვილი სახღვაო სახელმწიფოს ცენტრი. პერიანდრემ განახორციელა მასშტაბური საგარეო ექსპანსია. მისი კონტროლის ქვეშ იყო იონიის ზღვის რიგი კუნძულები (მ.შ. კერკირა); აქტიური კონტაქტები ჰქონდა სიცილიაზე ადრე დაარსებულ კოლონიებთან. ურთიერთობები განავითარა მილეტთან და ლიდიასთან, სამხრეთში — ეგვიპტესთან. კონტინენტზე თავის ხელისუფლებას დაუმორჩილა ეპიდავრი. საბერძნეთში დიდი გავლენით სარგებლობდა. კორინთის ყელზე გაიყვანა ნავსათრევი გზა (დიოლკოსი), რამაც კორინთს საშუალება მისცა ბერძნული სამყაროს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებს შორის ვაჭრობაში მონოპოლია მოეპოვებინა. მის დროს ფართო განვითარება პოვა კერამიკის წარმოებამ: ხარისხითა და მხატვრული შესრულებით შესანიშნავი კორინთული კერამიკა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში გაბატონდა. ატარებდა არისტოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას და მხარს უჭერდა წვრილ გლეხობას; განახორციელა ფართო მშენებლობები, შემოიღო ბაჟი, დაქირავებულებისაგან შექმნა სამხედრო ნაწილები. თავის კარზე მიიწვია კულტურის მოღვაწეები (მ.შ. არიონი). პერიანდრე ძველი საბერძნეთის არქაიკული („ძველი“) ტირანიის ნათელი მაგალითია. თანამედროვეები მის პიროვნებასა და მოღვაწეობას სხვადასხვანაირად აფასებენ; ერთნი გადმოგვცემენ პერიანდრეს მიერ ჩადენილი მცეხური სისასტიკეების შესახებ, მეორენი აღწერენ როგორც ბრძენ და სამართლიან მმართველს და „შვიდ ბრძენს“ შორისაც კი ასახელებენ.[2]
პერიანდრე | |
---|---|
ბერძ. Περίανδρος | |
კორინთის მე-2 ტირანი | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ. წ. 627 |
მმართ. დასასრული: | ძვ. წ. 585 |
წინამორბედი: | კიფსელე |
მემკვიდრე: | ფსამეტიქი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახლ. ძვ. წ. 667 |
დაბ. ადგილი: | კორინთი |
გარდ. თარიღი: | ძვ. წ. 585 |
გარდ. ადგილი: | კორინთი |
დინასტია: | კიფსელიდები |
მამა: | კიფსელე |
დედა: | კრატეა |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.