პაჩამამა
From Wikipedia, the free encyclopedia
პაჩამამა — ანდების მკვიდრი მოსახლეობის ქალღმერთი. ის მიიჩნეოდა დედამიწის/დროის დედად.[1] პაჩამამა იყო ასევე მოსავლიანობის ქალღმერთიც და შეეძლო მიწისძვრების გამოწვევა.[1] ის არის დამოუკიდებელი ღმერთი და აქვს საკმარისი ძალა დედამიწაზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მას გამოსახავენ როგორც ზრდასრულს ქალს, კარტოფილის და კაკაოს ფოთლებით.[2]
კათოლიციზმის გავრცელების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობაში მისი სახე მარიამ ღვთისმშობელის სახეს შეერწყა.[3] სამხრეთ ამერიკის მოსახლეობას სჯერა, რომ ბუნებისგან ძალიან ბევრის აღება ნიშნავს პაჩამამასგან ბევრის აღებას და ეს პრობლემებს იწვევს.