From Wikipedia, the free encyclopedia
პატრის ლუმუმბა (დ. 2 ივლისი, 1925 — გ. 17 იანვარი, 1961) — კონგოელი პოლიტიკოსი და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთ-ერთი ლიდერი. კონგოს (ყოფილი ზაირის) პრემიერ-მინისტრი. ყოფილი ფოსტის მოხელე. 1957 წელს დააარსა კონგოს ეროვნული მოძრაობა. ეგვიპტის პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი მას „მემარცხენე ანტიკოლონიალიზმის ლიდერად“ თვლიდა. კონგოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1960 წლის ივლისში, გახდა პრემიერ-მინისტრი. 3 თვის შემდეგ, მობუტუს მიერ მოწყობილი სამხედრო გადატრიალებით, ლუმუმბა ჩამოაგდეს, დააპატიმრეს და დახვრიტეს. ეს ფაქტი საბჭოთა კავშირმა გამოიყენა იდეოლოგიური კამპანიისთვის. ამტკიცებდა, რომ მის სიკვდილში ვაშინგტონის ხელი ერია. მოსკოვში ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის სახელობის უნივერსიტეტიც კი დააარსეს, სადაც მესამე სამყაროს ქვეყნებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს ასწავლიდნენ.
პატრის ლუმუმბა | |
---|---|
ფრანგ. Patrice Émery Nibba Lumumba | |
დაბადების თარიღი | 2 ივლისი, 1925[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
დაბადების ადგილი | Katakokombe, Congo-Kasaï, ბელგიური კონგო |
გარდაცვალების თარიღი | 17 იანვარი, 1961[1] [2] [3] [4] [5] [8] [9] (35 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ლუბუმბაში, კონგოს რესპუბლიკა (ლეოპოლდსვილი) |
მოქალაქეობა | კონგოს რესპუბლიკა (ლეოპოლდსვილი) |
ეროვნება | African Brazilians |
მეუღლე/ები | Pauline Opango |
შვილ(ებ)ი | François Lumumba, Guy-Patrice Lumumba, Juliane Amato Lumumba და Roland Lumumba |
ჯილდოები | Order of the Companions of O. R. Tambo და Grand Cross of the Order of the Crown |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.