From Wikipedia, the free encyclopedia
პატე (ინგლ. Pate Island) — კუნძული ინდოეთის ოკეანეში, ყველაზე დიდი ლამუს არქიპელაგის კუნძულებს შორის. შედის კენიის შემადგენლობაში. ფართობი — 80 კმ².
მშობ. სახელი: ინგლ. Manda | |
---|---|
კუნძული პატე | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 02°06′00″ ს. გ. 41°03′00″ ა. გ. |
ფართობი | 80 კმ² |
სიგრძე | 25,4 კმ |
სიგანე | 10,7 კმ |
კენია | |
პროვინცია | სანაპირო პროვინცია |
კუნძული პატე მდებარეობს ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, კენიის ნაპირებიდან გამოყოფილია ვიწრო სრუტით (სიგანე დაახლოებით 2,8 კმ). ფაქტობრივად შედგება მატერიკული წარმოშობის რამდენიმე კუნძულისაგან, რომლებიც მიქცევის დროს ერთდება მარჯნული დანალექებით. სიგრძე — 25,4 კმ. სიგანე — 10,7 კმ-მდე. ნაპირები დაბლობზეა, ექვემდებარება წყლით დაფარვას.
კლიმატი — ეკვატორიალური მშრალი. წლის საშუალო ტემპერატურა მერყეობს 23 °C-დან 33 °C-მდე. ადგილი აქვს სასმელი მტკნარი წყლის სეზონურ უკმარისობას.
კუნძულის ბუნება ადამიანის მიერ მნიშვნელოვნადაა შეცვლილი. დომინირებს ქოქოსის პალმის, მიხაკის ხის, თამბაქოს და სხვა მცენარეების კულტურული ნარგავები. მაგრამ კუნძულელები ფრთხილად ეპყრობიან გარემოს: კუნძულზე შეზღუდულია შინაური პირუტყვის რაოდენობა და ავტოტრანსპორტის გამოყენება, შენარჩუნებულია მანგროს ტყეები, რომელშიც ბინადრობენ თევზების, ზღვის კუების და დიუგონების ბევრი სახეობა.
ძველი ხელნაწერების თანახმად, კუნძულის კოლონიზაცია მოხდა VII საუკუნეში სირიელი არაბების ჯგუფის მიერ. მათ დასავლეთ სანაპიროზე დააარსეს ქალაქი პატე. 1204 წელს აქ დამკვიდრდა ნაბჰანის არაბული დინასტია, რომელმაც ხელისუფლება შეინარჩუნა 1866 წლამდე და ჰქონდა ფუმამარის სამეფო ტიტული. XIV საუკუნის შუაში უმარის დინასტიის წარმომადგენელმა შეძლო დაემორჩილებინა აღმოსავლეთი აფრიკის სანაპიროს მნიშვნელოვანი ნაწილი. შესაძლებელია, რომ XV საუკუნეში კუნძულს ესტუმრა ჩინელი ზღვაოსანი ჯენ ხე.
XVI საუკუნეში ქალაქი პატე სუაჰილის ხალხის ყველაზე დიდ დასახლებულ პუნქტებს შორის გახდა ბოლო, რომლებიც დაემორჩილნენ პორტუგალიას. ლეგენდის თანახმად, ფუმამარამ გადაწყვიტა გამოეხატა შეგუება, როდესაც გაიგო, რომ სამხრეთის ყველა ქალაქი უკვე განადგურებული იყო. შედეგად ნაბჰანის დინასტიამ მიიღო შესაძლებლობა შემდგომში ემართა პატე. პორტუგალიელების ცდებმა ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის თავს მოეხვიათ ქრისტიანობა შედეგი ვერ მოიტანა — ძირითადი რელიგია რჩებოდა ისლამი. XVI—XVII საუკუნეებში ასევე გამოირჩეოდნენ შედარებით დამოუკიდებელი სახელმწიფოები ცენტრებით დასახლებებში სიუ და ფაზა.
XVII საუკუნეში პატეს მმართველებმა დაამყარეს კავშირი ომანთან პორტუგალიელების წინააღმდეგ, რისთვისაც მათ დაანგრიეს ქალაქი 1678 წელს. XVII საუკუნის ბოლო — XVIII საუკუნის პირველი ნახევრის პერიოდი გახდა სწრაფი ეკონომიკური განვითარების ხანა, რომელსაც ხელი შეუწყო ომანის სულთნებთან პროტექტორატმა და შავკანიანი მონებით ვაჭრობამ.
XVIII საუკუნის მეორე ნახევრის — XIX საუკუნის პირველი ნახევრის პერიოდში პატეს მმართველებმა მხარი დაუჭირეს მომბასას არაბებთან ბრძოლაში (მასკატის და ომანის სასულთნოს წინააღმდეგ, რომლის ცენტრმა XIX საუკუნეში გადაინაცვლა ზანზიბარში), მაგრამ ის დამთავრდა ფაქტობრივი დამარცხებით. ქალაქ სიუსთან ახლოს ზანზიბარის სულთნის ბრძანებით აიგო ციხე-სიმაგრე.
1873 წელს მონებით ვაჭრობა აიკრძალა. ზანზიბარიდან ჩამოსულებმა პატეზე შექმნეს მიხაკის პლანტაციები. მაგრამ 1890 წელს პატე აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ, რომელმაც უცხოელებს შეუზღუდა ამ რაიონში მოხვედრა. შედეგად კუნძულის ეკონომიკა დაეცა.
1963 წელს პატე შევიდა დამოუკიდებელი კენიის შემადგენლობაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.