პარეხი
From Wikipedia, the free encyclopedia
პარეხი,[1][2] ასევე პარეხთა[3] — მონასტერი შუა საუკუნეების საქართველოში, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიულ კლარჯეთში, მდინარე კარჩხალის ხეობის კლდოვან მასივში (თანამედროვე თურქეთის ტერიტორია). IX-X საუკუნეებში პარეხი გარკვეულ როლს ასრულებდა საეკლესიო-სამონასტრო და კულტურულ-ლიტერატურულ ცხოვრებაში. პარეხელ მოღვაწეებს დაუწერიათ ამ სავანის დამაარსებლის „მიქელ პარეხელის ცხოვრება“, რომლითაც ბასილი ზარზმელს (X საუკუნე) უსარგებლია „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების“ წერისას. მიქელ პარეხელი თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში ხშირად იხსენიება, როგორც მიქაელი. ცნობილია აგრეთვე მწიგნობარი ილარიონ პარეხელი (დაახლოებით IX-X საუკუნეების მიჯნა), რომელსაც პატივით იხსენიებს გიორგი მერჩულე (X საუკუნე). პარეხის სამონასტრო ანსამბლიდან შემორჩენილია ორი მთავარი ტაძრისა და სხვა ნაგებობათა ნანგრევები.[2]
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „პარეხი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. პარეხი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
პარეხი | |
პარეხის მონასტერი | |
ძირითადი ინფორმაცია | |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°15′07″ ჩ. გ. 41°59′24″ ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | თურქეთი, კლარჯეთი |
სასულიერო სტატუსი | უმოქმედო |
ხუროთმოძღვრების აღწერა | |
დეტალები | |
ზედა და ქვედა ტაძრების განივი ჭრილი, ხედი აღმოსავლეთისაკენ. წყვეტილი ხაზებით აღნიშნულია კდლები, რომლებიც დღეს დანგრეულია ან მიწის ქვეშაა მოყოლილი. |