![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/66/Pakistan_location_map.svg/langka-640px-Pakistan_location_map.svg.png&w=640&q=50)
პაკისტანის მიწისძვრა (2011)
From Wikipedia, the free encyclopedia
პაკისტანის მიწისძვრა — 2011 წლის 19 იანვარს მიწისძვრა პაკისტანის ბალოჩისტანის პროვინციაში.[1] 7,2 სიმძლავრის მიწისძვრა, პაკისტანის ადგილობრივი დროით 1 საათსა და 23 წუთზე, ჩ.გ.-ს 28.838°-სა და ა.გ.-ს 63.974°-ზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 84 კილომეტრის სიღრმეში იყო.[2] მიწისძვრა იგრძნობოდა შემდეგ ქვეყნებში: პაკისტანი, ინდოეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირანი, ავღანეთი, ომანი, კატარი და ბაჰრეინი.