From Wikipedia, the free encyclopedia
პაირი დაიზა (ნიდერლ. Pairi Daiza) — ყველაზე დიდი ზოოპარკი ბელგიაში, რომელიც კერძო საკუთრებაა და მდებარეობს სოფელ ბრიუჟლეტში. მოიცავს 65 ჰექტარზე გაშლილ პარკს, სადაც 5,000-ზე მეტი ცხოველი ბინადრობს.[1] აღსანიშნავია ის, რომ არსებობს ზოოპარკის განსაკუთრებული განაწესი, რაც ითვალისწინებს ადამიანისთვის უსაფრთხო ცხოველის მნახველთა ტერიტორიაზე შეშვებას, სადაც ადამიანებს საშუალება აქვთ ნორმის ფარგლებში (ამ დროს ცხოველებს აკვირდებიან ზოოპარკის ზედამხედველები) მოეფერონ მათ და გამოკვებონ ისინი. პარკს სანახავად წელიწადში საშუალოდ 2 მილიონი ადამიანი სტუმრობს.[2] სახელი „პაირი დაიზა“ აღებულია ძველი სპარსული სიტყვიდან pairi daēza რაც ნიშნავს „სამოთხეს“.
ზოოპარკი გაიხსნა 1994 წლის 11 მაისს[3] და თავიდან ერქვა „პარადისიო“. 2006 წელს ზოოპარკში აშენდა ევროპაში სიდიდით პირველი ჩინური ბაღი,[4] სადაც შეხვდებით ბუდას ტაძარს,[5] ტრადიციულ სახლებს, ჩანჩქერებს, ძვირფას ქვებს, მცენარეებს და ცხოველებს: ყანჩას, წითელ პანდას, მუნჯაკს. ოდნავ მოგვიანებით 2009 წელს აშენდა ინდონეზიური ბაღიც, სახელად „განეშას სამეფო“. ის ოთხ ჰექტარს მოიცავს და ასევე ევროპაში სიდიდით პირველი ინდონეზიური ბაღია.[6][7] აქ შეგიძლიათ მოინახულოთ სახლები ტრადიციულ სტილში, რომლის სიახლოვესაც უამრავი იშვიათი სახეობის მცენარე და ქვა შეგხვდებათ. აღსანიშნავია აგრეთვე ანდალუზიური ბაღი, ზეთისხილისა და ვარდის ბაღებიც.
ზოოპარკის ტერიტორიაზე აგრეთვე განთავსებულია კვების ობიექტები, მაღაზიები სადაც იყიდება ზოოპარკთან დაკავშირებული სუვენირები, იმართება წარმოდგენები ცხოველების მონაწილეობით. რადგან პარკის ტერიტორია დიდია, შესაძლებელია დაილაშქროს პატარა მატარებლით, რომელიც მას ირგვლივ შემოუვლის.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.