პაია იოვანოვიჩი
From Wikipedia, the free encyclopedia
პავლე „პაია“ იოვანოვიჩი (სერბ. Паја Јовановић / Paja Jovanović; დ. 16 ივნისი, 1859 ვრშაცი, ავსტრიის იმპერია (დღევანდელი სერბეთი) — 30 ნოემბერი, 1957, ვენა, ავსტრია) — სერბი მხატვარი, რომელსაც სიცოცხლის განმავლობაში შექმნილი აქვს 1100-მდე ნამუშევარი.[1][2] პაია ასევე იყო ევროპის წამყვანი პორტრეტისტი 1905 წლიდან. მან 14-ჯერ დახატა ავსტრიის იმპერატორი ფრანც იოზეფ I, ასევე დახატა სამეფო ოჯახის წევრები, მსხვილი მეწარმეები, მეცნიერები, ბანკირები, ნავთობის ბარონები და მონოპოლისტები. დახატულ პიროვნებებს შორის იყვნენ ამერიკული კომპანიის, Standard Oil-ის წევრებიც. ის მსოფლიოში ცნობილ პორტრეტისტად ჩამოყალიბდა და სიცოცხლეშივე ძალზედ მდიდარი გახდა. მისი ნამუშევრები განთავსებულია ევროპულ და საერთაშორისო მუზეუმებში. ამ მუზეუმებში მისი ნამშევრები სხვადასხვა სახელებითაა ჰანთავსებული, მაგ: ვიქტორიის ეროვნულ გალერეაში მოხსენიებულია როგორც პოლ იოვანოვიტჩი (ინგლ. Paul Joanowitch), ასევეა მოხსენიებულია იუტას ფერწერის მუზეუმში. მის სხვა სახელებს შორისაა: პოლ იოანოვიტსი, პოლ ივანოვიტჩი, პოლ იოანოვიტჩი, პოლ იოანოვიტში, პ. იოანოუიტჩი და სხვანი.[3]
პაია იოვანოვიჩი | |
---|---|
სერბ. Паја Јовановић Paja Jovanović | |
სრული სახელი | პავლე იოვანოვიჩი |
დაიბადა | 16 ივნისი, 1859 |
დაბადების ადგილი | ვრშაცი, ავსტრიის იმპერია |
გარდაიცვალა | 30 ნოემბერი, 1957 |
გარდაცვალების ადგილი | ვენა, ავსტრია |
ეროვნება | სერბი |
მიმდინარეობა | რეალიზმი |
ჟანრი | პორტრეტი |
ცნობილი ნამუშევრები |
Čas Mačevanja (ფარიკაობა) (1884) Seoba Srba (სერბთა მიგრაცია) (1896) სტეფან დუშანის მეფედ კურთხევა (1900) |
საიტი | www.pajajovanovic.rs |