ფარიკაობა
From Wikipedia, the free encyclopedia
ფარიკაობა — სპორტული ორთაბრძოლის სახეობა.
სწრაფი ფაქტები უმაღლესი ორგანო, ტიპი ...
2012 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა, პარიზი | |
უმაღლესი ორგანო | International Fencing Federation |
---|---|
ტიპი | სპორტის სახეობა და ოლიმპიური სპორტი |
აღჭურვილობა | დაშნა, épée და saber |
დახურვა
ორთაბრძოლა ორ მოფარიკავეს შორის ნებისმიერ სახის იარაღით ხდება სპეციალურ ბილიკზე, სიგანით 1,5-2 მ და სიგრძით 14 მ, რომელიც ელექტროგამტარი მასალისგან არის დამზადებული. იგი იზოლირებულია ჩხვლეტისა და დარტყმის რეგისტრირებული აპარატისგან. ორთაბრძოლას მართავს არბიტრი. ჩხვლეტები და დარტყმები, რომლებსაც მოფარიკავეები ერთმანეთს აყენებენ, რეგისტრირდება ლამპებით ელექტრულ აპარატზე. ისინი ფიქსირდება ელექტრული სქემის მიხედვით, რომელიც მოფარიკავის იარაღისა და მისი ტანსაცმლის მეშვეობით გადადის გამტარი სისტემის აპარატისკენ.