From Wikipedia, the free encyclopedia
პადერბორნი (გერმ. Paderborn) — ქალაქი გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში, პადერბორნის რაიონის დედაქალაქი. ქალაქის სახელი მომდინარეობს მდინარე პადერისგან, რომელიც პადერბორნის საკათედრო ტაძრის სიახლოვეს, 200-ზე მეტი წყაროსგან იღებს სათავეს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
პადერბორნი Paderborn | |||||
| |||||
ქვეყანა | გერმანია | ||||
მხარე | ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია | ||||
კოორდინატები | 51°43′00″ ჩ. გ. 8°46′00″ ა. გ. | ||||
მერი | მიხაელ დრეიერი | ||||
ფართობი | 179.59 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 94±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 154 755 (31 დეკემბერი, 2022)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 05252, 05254, 05251 და 05293 | ||||
საფოსტო ინდექსი | 33098–33109 | ||||
საავტომობილო კოდი | PB[2] | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.paderborn.de/ | ||||
პადერბორნი 795 წელს კარლოს დიდმა დააარსა, როგორც საეპისკოპოსო. 799 წელს, პაპი ლეო III მტერს გაექცა და თავი ამ ქალაქს შეაფარა, სადაც ის კარლოს დიდს შეხვდა. კარლოსმა 800 წელს პაპრ რომში დააბრუნა და უკან დაბრუნებისას, ლეოს მიერ საღვთო რომის იმპერიის იმპერატორად იკურთხა.
1100 წელს, პადერბორნის საეპისკოპოსო იმპერიის ფიურსტი გახდა. 1802 წელს ქალაქი პრუსიელებმა აიღეს, შემდეგ კი ფრანგებმა.
დღეისათვის, ქალაქი რომანულ-კათოლიკური არქისაეპისკოპოსოს ცენტრია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.