From Wikipedia, the free encyclopedia
ოჰრიდი (მაკედ. Охрид; ალბ. Ohri) – ქალაქი ჩრდილოეთ მაკედონიის დასავლეთ ნაწილში. დასახლება მდებარეობს ამავე სახელწოდების ტბის სანაპირო ზოლში. ოჰრიდში ცხოვრობს 40 033 ადამიანი, ქალაქს მოსახლეობის მხრივ ჩრდილოეთ მაკედონიაში მერვე ადგილი უკავია. ოჰრიდი წარმოადგენს ოჰრიდის თემის ადმინისტრაციულ ცენტრს. აქ მრავლად არის ეკლესიები და ძველი სასახლეები, სწორედ ამიტომ ამ ადგილს ტურიზმის მხრივ მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია. ოჰრიდი მდებარეობს სკოპიედან დასავლეთით, ხოლო ტირანადან აღმოსავლეთით. ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში არის ოჰრიდის საერთაშორისო აეროპორტი. ქალაქს ეკლესიების სიმრავლის გამო ზოგჯერ „ბალკანეთის იერუსალიმს“ უწოდებენ.[1][2] 1979 წელს იუნესკომ ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა. ოჰრიდი იმ 28 ქალაქიდან ერთ-ერთია, რომელსაც იუნესკომ მიანიჭა როგორც კულტურული ასევე ბუნებრივი ძეგლის სტატუსი.1979 წელს იუნესკომ ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ოჰრიდი მაკედ. Охрид; ალბ. Ohri | |||||
ქალაქი ოჰრიდი და ტბა ოჰრიდი | |||||
| |||||
ქვეყანა | ჩრდილოეთი მაკედონია | ||||
რეგიონი | სამხრეთ-დასავლეთი | ||||
კოორდინატები | 41°07′01″ ჩ. გ. 20°48′06″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | კირილ პეცაკოვი | ||||
ადრეული სახელები | ლიჰნიდოსი | ||||
ფართობი | 383.93 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 695 მ | ||||
ოფიციალური ენა | მაკედონური ენა | ||||
მოსახლეობა | 42 033 კაცი (2002) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | +389 46 | ||||
საფოსტო ინდექსი | 6000 | ||||
საავტომობილო კოდი | OH | ||||
ოფიციალური საიტი | ohridinfo.com | ||||
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 99 ინგლ. • რუს. • ფრ. |
თანამედროვე ქალაქი აგებულია ძველ ქალაქ ლიჰნიდოსის ადგილზე. უძველეს დროში ამ ტერიტორიაზე ილირიული ტომის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ. უკვე მოგვიანებით ეს ტერიტორია რომის იმპერიის შემადგენელი ნაწილი გახდა, შემდგომ კი ბიზანტიის. 867 წლიდან ოჰრიდი ბულგარეთის სამეფოს შემადგენლობაში ექცევა. XIV საუკუნის ბოლოდან უკვე ბალკანეთის ნახევარკუძულს ოსმალეთის იმპერია იპყრობს, შესაბამისად ეს ქალაქიც ოსმალების გავლენის ქვეშ ექცევა. ოჰრიდში ოსმალების მმართველობა 1912 წლამდე გაგრძელდა.
ოჰრიდში მდებარეობს საერთაშორისო აეროპორტი (ამჟამად ცნობილია როგორც „წმინდა პავლე მოციქულის აეროპორტი“), რომელიც ღიაა მთელი წლის განმავლობაში.
1966 წლამდე ოჰრიდი სკოპიესთან დაკავშირებული იყო 167 კმ-იანი ოჰრიდის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.