ორმაგი ფორსაჟი
From Wikipedia, the free encyclopedia
ორმაგი ფორსაჟი (ინგლ. 2 Fast 2 Furious) — 2003 წლის მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმი, რომლის რეჟისორია ჯონ სინგლტონი, ხოლო სცენარის ავტორი მაიკლ ბრანდტი და დერეკ ჰაასი. ფილმი ფორსაჟი-ის (2001) პირდაპირი გაგრძელებაა, ასევე ფორსაჟის ფრანჩაიზის მეორე ნაწილი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ პოლ უოკერი, ტირეი გიბსონი, ევა მენდესი, კოლ ჰაუზერი, კრის ,,ლუდაკრის" ბრიჯსი და ჯეიმზ რემარი. ორმაგი ფორსაჟი მიჰყვება ბრაიან ო’კონერისა (უოკერი) და რომან პირსის (გიბსონი) ისტორიას, რომლებიც საიდუმლოდ მიდიან აშშ – ს საბაჟო სამსახურში, რომ დააპატიმრონ ნარკობარონი კარტერ ვერონე (ჰაუზერი).
„ორმაგი ფორსაჟი“ | |
---|---|
![]() | |
ინგლ. 2 fast 2 furious | |
ჟანრი | მძაფრს-სიუჟეტიანი |
რეჟისორი | ჯონ სინგლტონი |
პროდიუსერი | ნილ მორიცი |
როლებში |
|
კომპოზიტორი | დევიდ არნოლდი |
მწარმოებელი კომპანია | Original Film |
დისტრიბუტორი | Universal Pictures[ |
გამოსვლის თარიღი | 2003 წლის 6 ივნისი (შეერთებული შტატები) |
ხანგრძლივობა | 108 წუთი |
ქვეყანა |
![]() |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 76 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 236.3 მილიონი აშშ დოლარი |
ფორსაჟი-ის გაგრძელების იდეა ფილმის მომგებიანობამ განაპირობა.[1] თავდაპირველად მოიაზრებოდა, რომ ფილმში მონაწილეობას მიიღებდა ვინ დიზელიც და პოლ უოკერიც. დიზელმა ფილმში მონაწილეობაზე უარი თქვა და სანაცვლოდ რიდიკის ქრონიკები-ში (2004) მიიღო მონაწილეობა.[2]
2002 წლის აგვისტოში გამოცხადდა, რომ ფილმის დირექტორი იქნებოდა ჯონ სინგლტონი, რომელმაც პირველი ფილმი კრიტიკულად შეაფასა. რობ კოენმა ფილმი პირველი ნაწილის შემდეგ დატოვა.[3] ძირითადი გადაღებები მაიამიში დაიწყო 2002 წლის ოქტომბერში, მეტწილად მაიამისა და სამხრეთ ფლორიდაში.
ორმაგი ფორსაჟი გამოვიდა შეერთებულ შტატებში 2003 წლის 6 ივნისს და მთელ მსოფლიოში 236 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. მან მიიღო უარყოფითი შეფასებები Metacritic–სა და Rotten Tomatoes– ზე. ის იყო ნომინირებული ოქროს ჟოლოს 24-ე დაჯილდოებაზე ორ ნომინაციაში.