From Wikipedia, the free encyclopedia
ოპერაცია ტორჩი (საწყის ეტაპზე ოპერაცია ჯიმნასტი) — ბრიტანულ-ამერიკული ოპერაცია, რომელიც დაიწყო 1942 წლის 8 ნოემბერს მეორე მსოფლიო ომის ჩრდილოეთ აფრიკის კამპანიის დროს და მიზნად ისახავდა ფრანგულ ჩრდილოეთ აფრიკაში შეჭრას.
ოპერაცია ტორჩი | |||
---|---|---|---|
მეორე მსოფლიო ომის ჩრდილოეთ აფრიკის კამპანიის ნაწილი | |||
რუკაზე ნაჩვენებია ოპერაციის მსვლელობისას განხორციელებული დესანტები | |||
თარიღი | 8 – 16 ნოემბერი, 1942 | ||
მდებარეობა | ფრანგული მაროკო და ფრანგული ალჟირი | ||
შედეგი | ალიანსის გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ოპერაცია ტორჩი ვიკისაწყობში |
საბჭოთა კავშირმა დაარწმუნა შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო დაეწყოთ ოპერაცია ევროპაში და ასევე გაეხსნათ მეორე ფრონტი აფრიკაში, რაც წითელ არმიაზე მესამე რაიხის ზეწოლას შეამცირებდა. ამერიკელმა მეთაურებმა დაიწყეს ოპერაცია სლეჯჰამერისთვის მზადება, რომელიც მიზნად ისახავდა ოკუპირებულ ევროპაში რაც შეიძლება სწრაფად დესანტირებას, თუმცა ბრიტანელ მეთაურებს მიაჩნდათ, რომ ამგვარი კურსი საბოლოოდ კატასტროფას გამოიწვევდა.
ნაცვლად ამისა წარდგენილ იქნა ფრანგულ ჩრდილოეთ აფრიკაზე შეტევის გეგმა, მისი დახმარებით შესაძლებელი იყო სრულად გაენთავისუფლებინათ ჩრდილოეთი აფრიკა ღერძის სახელმწიფოებისაგან, ასევე უკეთ გაეკონტროლებინათ ხმელთაშუა ზღვა და მომზადებულიყვნენ 1943 წლისთვის სამხრეთ ევროპაში შეჭრისათვის. აშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი ფიქრობდა, რომ ეს ოპერაცია არ იზლეოდა 1943 წლისთვის ევროპაში შეჭრის საშუალებას, თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტა ბრიტანეთის პრემიერისთვის უინსტონ ჩერჩილისთვის დაეჭირა მხარი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.