From Wikipedia, the free encyclopedia
ომარ ფხაკაძე (დ. 12 აგვისტო, 1944, ქუთაისი — გ. 21 მაისი, 1993, თბილისი) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი, ველომრბოლი (ტრეკი, სპრინტი). პირველი საბჭოთა მსოფლიო ჩემპიონი სპრინტში[კომ. 1] და პირველი საბჭოთა ველომრბოლი, რომელმაც სატრეკო ველორბოლაში ოლიმპიური მედალი მოიპოვა. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1965).[1]
პირადი ინფორმაცია | |||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დაბ. სახელი | ომარ ფხაკაძე | ||||||||||||||||||||||||||
მეტსახელ(ებ)ი |
„ელვა ტრეკზე“[1][2] „ველოსპორტის ვეფხვი“ „სამხრეთული გაელვება“[3] | ||||||||||||||||||||||||||
ეროვნება | ქართველი | ||||||||||||||||||||||||||
დაბ. თარიღი | 12 აგვისტო, 1944 | ||||||||||||||||||||||||||
დაბ. ადგილი | ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||||||||||||||||||||||||||
გარდ. თარიღი | 21 მაისი, 1993 (48 წლის) | ||||||||||||||||||||||||||
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო | ||||||||||||||||||||||||||
სიმაღლე | 187 სმ | ||||||||||||||||||||||||||
წონა | 95 კგ | ||||||||||||||||||||||||||
სპორტი | |||||||||||||||||||||||||||
ქვეყანა |
სსრ კავშირი საქართველო | ||||||||||||||||||||||||||
სპორტი | ველოსპორტი | ||||||||||||||||||||||||||
სახეობა | ტრეკი, სპრინტი | ||||||||||||||||||||||||||
კლუბი | „დინამო“ (თბილისი) | ||||||||||||||||||||||||||
მწვრთნელი |
ჯონდო მეფისაშვილი გურამ ჯოხაძე | ||||||||||||||||||||||||||
ჯილდოები |
| ||||||||||||||||||||||||||
|
დაიბადა 1944 წლის 12 აგვისტოს ქუთაისში. საგზატკეცილო ველორბოლაში ვარჯიში 15 წლის ასაკში მწვრთნელ ჯონდო მეფისაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო. სკოლის მოსწავლეებს შორის საგზატკეცილო ველორბოლაში საქართველოს თასის გათამაშებაში გამარჯვებით მწვრთნელ გურამ ჯოხაძის[4] ყურადღება მიიპყრო, რომელმაც მას თბილისში გადასვლა და საგზატკეცილოდან სატრეკო ველორბოლაზე გადართვა ურჩია.[2][კომ. 2]
პირველ დიდ წარმატებას ომარ ფხაკაძემ საბჭოთა კავშირის ხალხთა III სპარტაკიადაზე მიაღწია, როდესაც მოსკოვისა და ტულის სახელმოხვეჭილ სპრინტერებთან ჭიდილში გაიმარჯვა და ოქროს მედალი მოიპოვა.[2]
მომდევნო წლებში ომარ ფხაკაძემ კიდევ უფრო დიდ სარბიელზე მიაღწია წარმატებებს, — გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (1965),[1][5][კომ. 3][6] ვერცხლის (1969)[7] და ბრინჯაოს პრიზიორი (1966),[8] XX ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (1972, მიუნხენი),[9] იყო XVIII და XIX ოლიმპიადების მონაწილე (1964, ტოკიო — მეოთხედფინალი; 1968, მეხიკო — IV ადგილი).
საბჭოთა კავშირის ათგზის ჩემპიონი (1963, 1964, 1966–1973), ორგზის მეორე (1965, 1967) და მესამე (1968) პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის ოთხგზის მფლობელი (1963–1965, 1969), გდრ-ის, კოპენჰაგენის, ამსტერდამის, ტულის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. მსოფლიოს ორგზის რეკორდსმენი: ჰიტი 200 მ სვლით - 10,69 წმ და 10,61 წმ (1967).
საბჭოთა კავშირისა და საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1965). საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სპრინტერთა ნაკრები გუნდების მწვრთნელი (1974–1993). საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი (1986–1993).
მისი სახელი მინიჭებული აქვს თბილისის ცენტრალურ ველოდრომს. გადაღებულია გიორგი შენგელაიას ქართულ მხატვრულ ფილმში „ხარება და გოგია“, რომელშიც ასრულებს ერთ-ერთი მთავარი გმირის — ხარებას როლს.[2]
სახეობა | ადგილმდებარეობა | ტურნირი | ადგილი |
---|---|---|---|
ველოსპორტი | ესპანეთი, სან-სებასტიანი | მსოფლიო ჩემპიონატი სატრეკო ველორბოლაში 1965 | |
ველოსპორტი | გერმანია, ფრანკფურტი | მსოფლიო ჩემპიონატი სატრეკო ველორბოლაში 1966 | |
ველოსპორტი | ჩეხოსლოვაკია, ბრნო | მსოფლიო ჩემპიონატი სატრეკო ველორბოლაში 1969 | |
ველოსპორტი | გერმანია, მიუნხენი | ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1972 |
ომარ ფხაკაძე იყო პირველი ქართველი, რომელიც საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. ეს მოხდა 1965 წელს, სან-სებასტიანში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ.
1970 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციამ მოაწყო ტრადიციული საახალწლო ანკეტა რესპუბლიკის ათი საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად. გამოკითხვის შედეგად ომარ ფხაკაძე საქართველოს მეექვსე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.[10]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.