ოლსტერის მუზეუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ოლსტერის მუზეუმი (ირლ. Iarsmalann Uladh, ინგლ. Ulster Museum) — ბელფასტის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მდებარე მუზეუმი, ჩრდილოეთ ირლანდიაში, გაერთიანებული სამეფო. დაწესებულების საერთო ფართობი 8 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. მუზეუმი მოიცავს სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების, ასევე არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კოლექციებს. მუზეუმში ინახება ესპანური არმადის, ადგილობრივი ისტორიის, ნუმიზმატიკის, ინდუსტრიული არქეოლოგიის, ბოტანიკის, ზოოლოგიისა და გეოლოგიის ნიმუშები. ეს ჩრდილოეთ ირლანდიაში უდიდესი მუზეუმია და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული მუზეუმების შემადგენელი ნაწილია.
სწრაფი ფაქტები ოლსტერის მუზეუმი, დაარსდა ...
ოლსტერის მუზეუმი | |
---|---|
54.582°00′00″ ჩ. გ. 5.935°00′00″ დ. გ. | |
დაარსდა | 1929 |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
მდებარეობა | ბელფასტი |
ვიზიტორები | 492 689 (2019)[1] |
ოფიციალური საიტი | [ ] |
დახურვა