გერმანელი პოლიტიკოსი From Wikipedia, the free encyclopedia
ოლაფ შოლცი (გერმ. Olaf Scholz; დ. 14 ივნისი, 1958) — გერმანელი პოლიტიკოსი, 2021 წლის 8 დეკემბრიდან გერმანიის ფედერალური კანცლერი.[1] 2018-2021 წლებში გერმანიის ფინანსთა მინისტრი და ვიცე-კანცლერი. გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 2007–2009 წლებში გერმანიის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 2002–2004 წლებში გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის გენერალური მდივანი. ჰამბურგის მერი 2011–2018 წლებში. გერმანიის ბუნდესტაგის წევრი.
ოლაფ შოლცი | |
შოლცი 2024 წელს | |
გერმანიის კანცლერი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 8 დეკემბერი, 2021 |
პრეზიდენტი | ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი |
წინამორბედი | ანგელა მერკელი |
დაბადებული | 14 ივნისი, 1958 ოსნაბრიუკი, დასავლეთი გერმანია |
რეზიდენცია | პოტსდამი |
პოლიტიკური პარტია | გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | ბრიტა ერნსტი |
განათლება | ჰამბურგის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი იურისტი |
ხელმოწერა | |
საიტი | olaf-scholz.spd.de |
2022 წლის 27 თებერვალს 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაზე საპასუხოდ შოლცმა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას უწოდა გერმ. Zeitenwende (ზუსტი ქართული თარგმანი - ჟამთაცვლა).[2] შოლცის განცხადებით, აგრესიაზე საპაუსუხოდ გერმანიის მთავრობა 100 მილიარდი ევროს ფონდს სამხედრო ხარჯების მნიშვნელოვნად გასაზრდელად გამოიყენებდა. ამ სიტყვამ კარდინალურად შეცვალა გერმანიის მანამდე არსებული უაღრესად ფრთხილ თავდაცვის პოლიტიკას .
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.