ნუკლეოიდი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნუკლეოიდი (აღნიშნავს ბირთვის მსგავსს, აგრეთვე ცნობილია, როგორც ბირთვული უბანი) — არასწორი ფორმის მქონე კომპარტმენტი პროკარიოტების უჯრედის შიგნით. ნუკლეოიდში მდებარეობს გენეტიკური მასალა. ნუკლეოიდის დნმ-ს აქვს ჩაკეტილი რგოლოვანი ფორმა. მემკვიდრული ინფორმაციის შენახვის ამგვარი ხერხი შეგვიძლია დავუპირისპიროთ ეუკარიოტების ხერხს, როცა დნმ შეფუთულია ქრომოსომებში და იზოლირებულია მემბრანის მქონე ორგანელათი — ბირთვით.
ნუკლეოიდი მარტივად ამოიცნობა ელექტრონული მიკროსკოპით. მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს მუდმივი ფორმა, იგი ნათლად ჩანს ციტოპლაზმის ფონზე. სპეციალური დალაქიანების დროს ნუკლეოიდის დანახვა სინათლის მიკროსკოპითაცაა შესაძლებელი.