From Wikipedia, the free encyclopedia
ევკარიოტებს, ანუ ბირთვიან უჯრედებს (ინგ. Eukaryote. გავრცელებულია, თუმცა მცდარია დასახელება ეუკარიოტი) გააჩნიათ პლაზმური მემბრანა, ბირთვი, ბირთვაკი, ენდოპლაზმური ბადე, რიბოსომა, მიტოქონდრია, გოლჯის აპარატი, ლიზოსომა, ცენტრიოლები. ევკაროტული უჯრედებია: ერითროციტები, სპიროგირა (წყალმცენარე), ამება, საფუარა სოკო, ქალამანა, ტრიპანოსიმები, ქლამიდომონადა და სხვა. ევკარიოტებში პროკარიოტებისაგან განსხვავებით დნმ არის მოთავსებული ბირთვში.
ევკარიოტები | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ენდომემბრანული სისტემის დიაგრამა | ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Eukaryota | ||||||||||
|
ევკარიოტები, საერთო სახელწოდება ორგანიზმებისა, რომელთაც აქვთ მორფოლოგიურად გაფორმებული ბირთვი. ევკარიოტების პროტოპლაზმა მორფოლოგიურად და ფუნქციურად დიფერენცირებულია ციტოპლაზმად და კარიოპლაზმად, რომელიც საკუთარი გარსით (კარიოლემით) არის გარემოცული და ქმნის ბირთვს. ბირთვში თავმოყრილია თითქმის მთელი მემკვიდრული ნივთიერება (დნმ). ევკარიოტებს განეკუთვნება ყველა უჯრედოვანი ორგანიზმი (ერთუჯრედიანი და მრავალუჯრედიანი მცენარე და ცხოველი) ე. წ. პროკარიოტების (ბაქტერიებისა და ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების) გარდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.