ნოვოროსია (კონფედერაცია)
From Wikipedia, the free encyclopedia
ნოვოროსია ან ახალი რუსეთი (რუს. Новоро́ссия [Novorossiya] — „nəvɐˈrosʲɪjə“; უკრ. Новоросія, Novorosiya), ასევე მოიხსენიება, როგორც სახალხო რესპუბლიკების კავშირი (რუს. Сою́з наро́дных респу́блик [Soyuz Narodnykh Respublik] — „sɐˈjus nɐˈrodnɨx rʲɪˈspublʲɪk“; უკრ. Союз Народних Республік, Soyuz Narodnykh Respublik) — თვითგამოცხადებული დონეცკისა (დსრ) და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების (ლსრ) მიერ დაარსებული კონფედერაცია, მდებარეობს აღმოსავლეთ უკრაინაში, ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას.
ნოვოროსია ახალი რუსეთი |
|||||
---|---|---|---|---|---|
ჰიმნი: "Живи Новороссия"
ბმული YouTube-ზე (რუსული) (უკრაინული) "იცოცხლე ახალო რუსეთო!" |
|||||
ეროვნული დროშები |
|||||
სტატუსი | თვითგამოცხადებული | ||||
დედაქალაქი | დონეცკი და ლუგანსკი | ||||
უდიდესი ქალაქი | დონეცკი (955 041 კაცი)
ლუგანსკი (464 881 კაცი) მაკეევკა (356 118 კაცი) | ||||
ოფიციალური ენა | რუსული, უკრაინული | ||||
რელიგია | მართლმადიდებლობა (რუსული; ოფიციალური) | ||||
წევრები | დონეცკის სახ. რესპ. ლუგანსკის სახ. რესპ. | ||||
მთავრობა | დროებითი კონფედერაცია | ||||
- | მეთაური (დსრ) | ალექსანდრ ზახარჩენკო | |||
- | მეთაური (ლსრ) | იგორ პლოტნიცკი | |||
- | პარლამენტის თავმჯდომარე | ოლეგ ცარიოვი | |||
საკანონმდებლო ორგანო | სახელმწიფო საბჭო | ||||
- | ზედა პალატა | ნოვოროსიის საბჭო | |||
კონფედერაცია დონეცკსა და ლუგანსკს შორის | |||||
- | შეთანხმება | 24 მაისი, 2014 | |||
- | სახელი მიიღო | 15 ივლისი, 2014 | |||
ფართობი | |||||
- | სულ | 53 201 კმ2 | |||
- | დონეცკის ს.რ. | 26,517 კმ2 | |||
- | ლუგანსკის ს.რ. | 26,684 კმ2 | |||
ვალუტა | არ არის განსაზღვრული (გამოიყენება გრივნა, თუმცა შეიძლება რუბლმა ჩანაცვლოს) |
||||
მოძრაობა | მარჯვნივ | ||||
სატელეფონო კოდი | +380 62 და +380 64 |
ნოვოროსიის სახალხო რესპუბლიკების კავშირი შედგება ორი კონსტიტუციური რესპუბლიკისგან, რომლებიც ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას არ უღიარებია, ორივე მათგანი უკრაინის მიერ კლასიფიცირებულები არიან, როგორც ტერორისტული ორგანიზაციები.[1] ნოვოროსია 2014 წლის 22 მაისს დაარსდა, 24 მაისს კი თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების ლიდერებმა ოფიციალურად გააფორმეს ხელშეკრულება.[2][3] 24 ივნისს „უზენაესი საბჭოს“ წევრებმა თითოეული ჯგუფიდან ოფიციალურად განაცხადეს მათი კონსტიტუციების შერწყმაზე, ასევე განაცხადეს ნოვოროსიის, როგორც კონფედერაციის შექმნაზე სახელწოდებით „სახალხო რესპუბლიკების კავშირი“.[4]