ქართული იურისტი From Wikipedia, the free encyclopedia
ნინო ლომჯარია (დ. 15 თებერვალი, 1984, ოზურგეთი, საქართველოს სსრ) — ქართველი იურისტი, საქართველოს სახალხო დამცველი 2017 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 8 დეკემბრამდე.[1]
ნინო ლომჯარია | |
საქართველოს სახალხო დამცველი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 დეკემბერი, 2017 – 8 დეკემბერი, 2022 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი |
წინამორბედი | უჩა ნანუაშვილი |
მემკვიდრე | თამარ გვარამაძე მ/შ |
დაბადებული | 15 თებერვალი, 1984 ოზურგეთი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | იურისტი, საქართველოს სახალხო დამცველი |
ნინო ლომჯარია დაიბადა 1984 წლის 15 თებერვალს, ოზურგეთში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგისტრის ხარისხით სამართალში 2006 წელს; სენტ-ლუისის (აშშ) ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა 2011 წელს.
2003-2004 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), იურიდული დახმარების ცენტრის ასისტენტი; 2005-2007 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, იურისტი; 2008-2010 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საარჩევნო პროექტების კოორდინატორი; 2011 წელს ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, სამართლის პროფესორის ასისტენტი; 2014-2015 წლებში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2011-2015 წლებში. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), აღმასრულებელი დირექტორი; 2015-2016 წლებში „ევროპული სადამკვირვებლო ორგანიზაციების ქსელი (ENEMO)“, გენერალური მდივანი; 2016 წელს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), იურიდიული და საარჩევნო კონსულტანტი; 2016-2017 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახური, გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე; 2017 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი; 2017 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 8 დეკემბრამდე საქართველოს სახალხო დამცველი.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.